,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილის მოადგილე იყო, როდესაც ავიწყდებათ, რომ ზუსტად მათი კოლეგა, ზაზა თავაძე იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ, ეშლებათ, - განუცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, გახარიას პარტიის დეპუტატებს.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, უნდა გაიხსენონ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე საჯარო მოხელეებს „ნახირივით ერეკებოდნენ“, ხოლო, თუ ვინმე არ წავიდოდა, მისი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიები იწყებოდა.
„როდესაც საჯარო მოხელეებზე საუბრობთ, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის. ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა ოჯახის წევრებს. დღეს აქ ბედავთ და რომელიმე ჩვენგანს „ნაციონალს“ უწოდებთ, იმის გამო რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა?! კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თავი შეიკავეთ იმ ადამიანებმა, რომელთა გარემოცვა არის ძირძველი ნაციონალური მოძრაობის წევრები და არა იმ დროის ტექნოკრატები, ბიუროკრატები და საჯარო მოხელეები. თავი შეიკავეთ „ქართულ ოცნებაზე“ ამ რეჟიმში საუბრისგან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მსგავსი სიახლეები
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი
,,ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის''- ვატო შაქარიშვილი
გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი
კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს -გრიგოლ გეგელია
ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება"
,,საქართველოსთან ყველას დიდი გული აქვს''- ირაკლი ხელაძე
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი