,კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ'' - მაია ნიკოლეიშვილი

 

 

„ვცდილობ, რისი მტკიცებაც შეიძლება მხოლოდ იმაზე ვისაუბრო. გავიდა ერთი წელი, ერთი წელი არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო", - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სტუმრად „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" განაცხადა.

ნიკოლეიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, აქციაში მონაწილე პირების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია.

ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ფაქტია, მძიმედ არ ყოფილან, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ.

„ერთი, ცოცხლები არიან, და მეორე მათ ჯანმრთელობას არ მიადგა სერიოზული საფრთხე, რომლის შედეგები სახეზე იქნებოდა. ანუ ყველაფერმა გაიარა უკვალოდ. ის, რომ ცუდად იგრძნეს თავი, კი ბატონო. მერე? სად მივდივართ. თუ მათ ჰქონდათ ძალიან გამოხატული მდგომარეობა და თან ექიმებმა, რომლებიც იბრალებენ იმას, რომ ანკეტირება მოახდინეს და კვლევები მოახდინეს, ისინი ხომ მათ გვერდით იყვნენ? რატომ არავინ მივიდა? შეიძლება მძიმედ არ იყო და ფაქტია, რომ მძიმედ არ ყოფილა, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ. ორჯერ ორი ოთხია, ადამიანი ცუდად რომ არის მიდის კლინიკაში. ენდობა ხელისუფლებას თუ არ ენდობა ექიმთან მიდის. პოლიციას ყოველთვის იძახებენ, რატომ არ გვიცავს პოლიციაო, ხომ ამბობენ?! ენდობა თუ არა ხელისუფლებას, ხომ ყველა დემონსტრანტი ამბობს, რომ აი პოლიცია რატომ არ გვიცავს ახლა? - არ ენდობი, მაგრამ პოლიცია გინდა, არ ენდობი, მაგრამ ექიმთან მიხვალ, სხვანაირად ვერ მოიქცევი, იძულებული ხარ ცუდად რომ ხარ. ექიმთან არავინ არ მისულა ეს ერთი. მეორე, დავუშვათ, უბრალოდ უნდოდათ, რომ შეეგროვებინათ ის, რომ აი აქ რაღაც ნივთიერებამ იმოქმედა, ძალიან ბევრი ხალხია ცუდად. შარდი, სისხლი, ანალიზები, ტოქსიკოლოგიური, ნაწილი აქ ნაწილი უცხოეთში, რა გაუჭირდებოდათ, თუ დამფინანსებელი არ იქნებოდა? ეს არის ერთადერთი, რის საფუძველზეც შეიძლება თქვა, რომ აქ მოქმედებდა მომწამვლელი ნივთიერება ან არ მოქმედებდა", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

ნიკოლეიშვილი საუბრობს იმ ნივთიერებებზე, რომლებიც მოქმედებენ მაშინვე და ფატალურ შედეგს იწვევენ. მისი თქმით, ასეთი ნივთიერებები ამოღებულია.

„ეს ხალხი ცოცხალია [მომიტინგეები]. ნივთიერებები: ზარი, ნიპრიტი, ესენი რომლებიც სამხედრო მედიკებმა გვასწავლეს ჩვენ, ექიმებს, მოქმედებენ მაშინვე და რატომ არის აკრძალულები? - იმიტომ რომ ისეთ შეუსაბამოდ მძიმე დაზიანებებს იწვევენ, რომ ადამიანს გადარჩენის შანსს არ უტოვებენ. არის ტყვიები, რომელიც ამოღებულია, იცით, აკრძალულია, იმიტომ რომ ის გადარჩენის შანსს პრაქტიკულად არ ტოვებს. ნუ ახლა ატომური იარაღია არ არის აკრძალული არც ის არ ტოვებს",- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.     


 

 

 





მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი
4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს -ემანუელ მაკრონი
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა, ვენეციის კომისიაც მოხვდა
დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია -კეროლაინ ლევიტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
,, თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია''- მიხეილ ყაველაშვილი
დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
თბილისში, „მზიურის“ კორტებთან მკვლელობა მოხდა
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა