,, ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა''- იონათამიშვილი
ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა და ეს არის სამწუხარო ფაქტი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში".
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დღეს BBC-ი „ნედის" დონეზე დასულ ინსტრუმენტად იქცა.
„ზუსტად იდენტური პროცესები მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპისგან BBC-ის სკანდალთან დაკავშირებით გახდა ცნობილი. ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც ასევე დოკუმენტური ფილმი მოამზადა BBC-მ, იქ განგებ მოხდა ტრამპის სიტყვების დამახინჯება. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა და ამ დოკუმენტურ ფილმს, როგორც ჩანს, თავისი გარკვეული მიზნებიც ჰქონდა, რომ ამ ფალსიფიკაციით გარკვეული გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, როდესაც ეს ვერ მოხდა, იძულებული გახდნენ BBC-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორი, გადამდგარიყვნენ, მაგრამ გადადგომა BBC-ის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. აშშ-ის პრეზიდენტი BBC-ის უჩივის კიდეც.
ახლაც ზუსტად ანალოგიური პროცესებია ის, რასაც საქართველოს მაგალითზე ვხედავთ. დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს შეგნებულ ფალსიფიკაციას და მასაც წინასწარ განსაზღვრული, მზაკვრული მიზნები გააჩნია. ვინც ამ BBC-ის ფალსიფიკაციის უკან დგას, მათთვის BBC-ი ისეთივე ინსტრუმენტია, რაც წლების წინ ცალკეული ჯგუფებისთვის იყო „ნედი", ან „იუესეიდი", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი
4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს -ემანუელ მაკრონი
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა, ვენეციის კომისიაც მოხვდა
დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია -კეროლაინ ლევიტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
,, თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია''- მიხეილ ყაველაშვილი
დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
თბილისში, „მზიურის“ კორტებთან მკვლელობა მოხდა
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა