"ფარას"კანონი იძლევა საშუალებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ-ირაკლი ქადაგიშვილი

ახალი ამბავი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა აწარმოონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ფარას" კანონი იძლევა საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობა საზოგადოებისთვის ხილვადი გახდეს.

„ფარას" კანონი გვაძლევს ხოლმე საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე მათი ეს საქმიანობა დავინახოთ და საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ „კამიტის", ამ ქიმიური მოწამვლის ეს შეთითხნილი ისტორია ორკესტრირებული და ერთიანად ორგანიზებულია. იქ ხდება გამოყენება აქ ვითომ ჩატარებული კვლევებისა, აბსოლუტურად აცდენილი და მოყვანილი მონაცემების - ჩახუნაშვილების მიერ ჩატარებულ კვლევაზე მაქვს საუბარი. შემდეგ, ამის ასე ვთქვათ დრამატული სახით წარმოჩენა „ბიბისის" მეშვეობით, და მათ შორის ორკესტრირებულად ხდება, ამერიკულ მედიაში ამაზე აქცენტების გაკეთება და ქვეყნის შიგნით რა პანიკის აწევა უნდათ, ეს ყველამ ვიხილეთ. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც არაერთხელ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ითქვა, ისეთი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგადაც გარკვეული პოლიტიკის გატარება უნდათ, დემოკრატიული არჩევნების შედეგების შეცვლა სასურველი მიმართულებით იყენებენ სწორედ სპეცოპერაციებისათვის დამახასიათებელ ჰიბრიდული ომის ყველა ელემენტს. აქ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ „ბიბისის" სიუჟეტით, მასზე აყოლილი სხვადასხვა იაფ გარე თუ შიდა რესურსებით და სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებებით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას" გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის" საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა", ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.

 





მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი
4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს -ემანუელ მაკრონი
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა, ვენეციის კომისიაც მოხვდა
დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია -კეროლაინ ლევიტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
,, თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია''- მიხეილ ყაველაშვილი
დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
თბილისში, „მზიურის“ კორტებთან მკვლელობა მოხდა
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა