,,უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს''- ზურაბ ქადაგიძე

 

უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს. ეს შეიძლება იქცეს ტრამპის დოქტრინად, სადაც ბოლო ათეულობით წელია ცვლის აშშ თავის საგარეო ორიენტირებს და მკაფიო განსაზღვრებას აძლევს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ მსოფლიოს, რომ ის საგარეო პოლიტიკის აწყობას იწყებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა"„ხალხის ძალის" დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას, რომელიც ნატო-ს გაფართოების საკითხს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ტრამპი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რას თვლის აშშ ეროვნულ ინტერესებად, რატომ თვლის ასე და ვინ არის ამის ხელის შემშლელი.

„ის ცალსახად მოუწოდებს ევროპას და პირდაპირ მიუთითებს, რომ ევროპა ცივილიზაციურ კრიზისში იმყოფება ახლა. ერთ-ერთ პუნქტად მან განსაკუთრებით აღნიშნა ის დამოკიდებულება, რომ ევროპაში არის უკონტროლო მიგრაცია, ევროპა განიცდის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ პრობლემებს. ის აღარ აპირებს ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ასეთ დამოკიდებულებას და პარტნიორობას და ის ეძებს პარტნიორებს ევროპულ ქვეყნებში.

აქ დაინახა კოშტამ ის ე.წ. ჩარევა ევროპულ სუვერენიტეტში, რომელიც ჩემი აზრით მე-10 პლანზეა გადასული. დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ბიუროკრატის ჩრდილოვანი მმართველების ფილიალს, თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებით და თავისი დილემის წინაშე დაყენებული მდგომარეობით. ტრამპმა ცალსახად განუსაზღვრა, რომ რეალურად ის არ იქნება უპირობო მხარდამჭერი ბრიუსელის ამ ფორმაციის და ევროკავშირს მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუ საით განვითარდება.

აშშ-მ პირდაპირ განუსაზღვრა ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ ის არ ითანამშრომლებს ასეთ ფორმაციასთან და მას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური წონის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები. ევროპა თუ თავის თავში აღმოაჩენს ძალას და გადააბიჯებს თავის თავს და დაიწყებს რეალურ, სუვერენულ პროცესებს, რაც ევროკავშირის როლს გლობალურ პოლიტიკაში განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში მას აქვს შანსი", - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი
4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს -ემანუელ მაკრონი
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა, ვენეციის კომისიაც მოხვდა
დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია -კეროლაინ ლევიტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
,, თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია''- მიხეილ ყაველაშვილი
დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
თბილისში, „მზიურის“ კორტებთან მკვლელობა მოხდა
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა