ნუგზარ წიკლაური: მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი - ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით

 

მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი. ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით. მთავარია, რომ პროტესტის მიზეზები არ არის აღმოფხვრილი, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის" ეთერში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების საკითხზე საუბრისას.

წიკლაურის თქმით, საპროტესტო მოძრაობისთვის კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია. მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, თუმცა პროტესტის საერთო სული ერთია.

„პატიოსანი პასუხი კითხვაზე - როდის, რა იქნება არ არსებობს. ზოგჯერ ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰგონია, რომ მარცხდება. ყველა იღლება, იფიტება და გონია, რომ დამარცხდება. აი, ზუსტად ამ დროს თუ გაძლებს საზოგადოება, მაშინ მოიპოვებს გამარჯვებას. განთიადი არის ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. წინააღმდეგობრივი მოძრაობის გატეხა ვერ მოხერხდა ვერანაირი საშუალებით.

4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის იმ მოწოდებებთან დაკავშირებით, რომელიც დასკვნით ნაწილში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის სულისკვეთება, რაც 4 ოქტომბერს ადამიანებში არსებობდა, ის არის მიმართული იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალსა და თავისუფლებას.

პოლიტიკური ალტერნატივა რომ არ არსებობდეს, მაშინ არც კანონების მიღება მოუხდებოდათ, არც ვინმეს დაჭერა მოუწევდათ, არც ვიღაცების ქვეყნიდან გაყრა მოუწევდათ და არც ჩვენი თავების დახეთქვა დასჭირდებოდათ. მათ იციან, რომ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ნებისმიერ სამართლიან ბრძოლაში დაამარცხებს ივანიშვილს, უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ უსამართლო ბრძოლებში გამარჯვება", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი
4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს -ემანუელ მაკრონი
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა, ვენეციის კომისიაც მოხვდა
დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია -კეროლაინ ლევიტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
,, თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია''- მიხეილ ყაველაშვილი
დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
თბილისში, „მზიურის“ კორტებთან მკვლელობა მოხდა
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა