მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება"
ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ყოველდღიურ კავშირზე ვიმყოფებით ჩვენს კოლეგებთან, რამდენადაც ჩვენ ძალიან ბევრი სექტორი გვაკავშირებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს თანამშრომლობას შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით ვოპერირებთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურების განვითარება, გამტარუნარიანობის ზრდა, რათა ჩვენმა ქვეყნებმა გააგრძელონ და შექმნან ის უპირატესობა, რომ შუა დერეფანი იყოს ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსპორტო მარშრუტი"- ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და თითქოსდა საქართველოს მხრიდან ტვირთების მაღალ სატარიფო ფასსზე. როგორც მარიამ ქვრივიშვილნა განაცხადა, ეს საფუძველს მოკლებული ინფორმაციაა.
„ჩვენი ურთიერთობები არის მეგობრული, თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. სამაგალითოა ის კავშირები რაც ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თითოეულ უწყებასთან გვაქვს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში საქართველომ შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი, და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება. ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმის, თუ რამდენად კეთილგანწყობაზე, პარტნიორობაზე, მშვიდობაზე და რეგიონში სტაბილურობაზე არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ყველა სექტორში ეს იქნება ტრანსპორტი, ენერგეტიკა თუ სხვა მიმართულება, აზერბაიჯანი საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა.
„ელექტროენერგიის იმპორტის ნაწილში საქართველოსთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. მეორე მხრივ, ასევე ვთანამშრომლობთ გაზის იმპორტის ნაწილშიც და ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები 2027 წლისთვის. გეგმაზომიერად მივყვებით და დარწმუნებული ვარ, დადებითად დასრულდება ეს მოლაპარაკებაც, რაც ორ ქვეყანას ამ ფორმატშიც აკავშირებს"- აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, სწორედ ამ პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე დაყრდნობით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან დიდი რესურსი მიმართოს უშუალოდ საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე.
„დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე იმისათვის, რომ გაზრდილიყო საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გამყარდეს და განაგრძოს, იყოს კონკურენტუნარიანი პარტნიორი. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში, რის ფარგლებშიც მოხდება განვითარება და მათ შორის, ლოკომოტივების პარკის დამატება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ რკინიგზის მოდენიზაციის პროექტი, რის ფარგლებშიც გაორმაგდა გამტარობა, რაც საქართველოს რკინიგზას აქვს. ასევე ძალიან მალე სრულიად რეგიონი-აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას, რომელსაც ექნება უმნიშვნელოვანესი როლი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, გააუქმოს პარტია, მაგრამ ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს
გიორგი ვოლსკი: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები
ლევან მახაშვილი – საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
ანა წითლიძე – არნახულმა რეპრესიებმა ვერ გატეხა და ვერ დააჩოქა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისთვის
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, "ოცნება" აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
მაკა ბოჭორიშვილი აბუ დაბიში კონფერენციაში Raisina Middle East-ი მიიღებს მონაწილეობას
დავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
თორნიკე ჭეიშვილი – ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა
პაატა მანჯგალაძე – არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა
ირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს
ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნას აქვეყნებს
ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლის გამო გასაცემი ფულადი დახმარება
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი
ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემლის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში - სოზარ სუბარი
შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და უმსგავსობა ჩაიდინა
"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა" - გიორგი ცაგარეიშვილი
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არის
მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა
რომან გოცირიძე – როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება