ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც - გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება -პატრიარქი ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს.
„სულ რამდენიმე თვის წინ თქვენთან ერთად გავიხარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში აშშ-ში, ნიუჯერსიში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის გახსნით; ახლა კი ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც, რაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის და ჩვენი დიდი მეფის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, ხსენების დღეს ხორციელდება.
გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება. ღმერთმა დალოცოს დეკანოზი ანდრია მარუაშვილიც, რომლის ორგანიზებითაც მოხდა ამ ინიციატივის აღსრულება.
გილოცავთ და გლოცავთ თქვენც, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე საბა, მართლაც საზეიმო დღეს და შევთხოვ წმინდა ანდრია მოციქულსა და წმინდა ვახტანგ მეფეს, ღვთის წინაშე მეოხება არ მოაკლოს მაცხოვრის სიყვარულით გამთბარ თქვენ სამწყსოს, აქ მოღვაწე სასულიერო პირთ და სრულიად საქართველოს.
გაიხარეთ, გამხნევდით, ეცადეთ თქვენი შესაძლებლობები ყოვლადწმიდა სამების და მოყვასის სამსახურისთვის არ დაიშუროთ, იყავით უფლის მოიმედენი და მუდამ გახსოვდეთ საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მომპოვებელი მეფის ანდერძი: „ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა“.
ვინც ამ სიტყვებს გაითავისებს, მარადიული ნეტარების თანაზიარი გახდება.
თქვენთვის მლოცველი, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა“, - წერს უწმინდესი.
მსგავსი სიახლეები
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 იანვარს
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა საჭიროა გარკვეული ხარვეზების მოგვარება -MONEYVAL-ის ანგარიში
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ, აშშ და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს -ირანის პრეზიდენტი
11 იანვარის ამინდის პროგნოზი
4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს -ემანუელ მაკრონი
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა დატოვა, ვენეციის კომისიაც მოხვდა
დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია -კეროლაინ ლევიტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა
,, თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია''- მიხეილ ყაველაშვილი
დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
თბილისში, „მზიურის“ კორტებთან მკვლელობა მოხდა
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა