,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ევროკავშირთან მიმართებაში მიმდინარეობს.
„წლების წინ, ჩვენ მიერ იყო ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, რომ რატომ ვსაუბრობდით ასე პირდაპირ, რაში იყო საქმე. დღეს კიდევ აშკარად გამოჩნდა მთლიანი სურათი არსებული გამოწვევებისა ამ გლობალიზაციის სახით, სადაც ჩვენ წინასწარვე გავაანალიზეთ და მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მომზადებული ყოფილიყო გამოწვევებისთვის, რაც დღეს პრინციპში გამოიკვეთა კიდევაც ევროკავშირთან მიმართებაში, მის ბიუროკრატიის მმართველობასთან, აშშ-სთან ერთგვარ დაპირისპირებასთან და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებული მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ და სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგ ქვეყნებში, ერთმანეთთან დამოკიდებულებებში და ა.შ ამერიკის ადმინისტრაციას, აშშ-ს და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის. ეს ჩვენ რას გვაძლევს, რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს, ყოველთვის ჩვენი მოთხოვნა იყო და აქ უკვე უფრო მეტად გამოიკვეთა ის აზრი, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპის ნაწილი იყოს და იმედოვნებს, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.
„კიდევ კარგად უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებული, ვგულისხმობ გამარჯვებას იმაში, რომ არ დავუშვათ საქართველოში რადიკალური ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნის ჩარევები და ა.შ. ვიყოთ მომართული იმისთვის, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს გავაგრძელოთ განვითარების გზა ეკონომიკური განვითარების, სოციალური, კულტურული, ამაში ვიყოთ მზად საქართველოს მოქალაქეები. პროცესი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვიძლევით მაგალითს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი საკუთარი ეროვნული ინტერესები, საკუთარი ეკონომიკა, საკუთარი მოქალაქეები, საკუთარი კულტურა და ა.შ. და ამ კონტექსტში ჰქონდეს თანაბარი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ეს იქნებიან ჩვენი ახლო მეზობლები, პარტნიორები, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის.
რაც შეეხება ევროკავშირთან, ამას მუდმივად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიზისი, მათ აქვთ სხვადასხვა გამოწვევები, იქაც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესები, იმედი გვაქვს, რომ ჰპოვებს განვითარებას, ის რასაც იმსახურებს ევროპა. რისთვისაც გვაქვს ჩვენ ეს მოლოდინი, რომ ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს თავის ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად,საუკუნეების მანძილზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე
ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში -ირაკლი კობახიძე
ვიღაც პირდაპირ ცდილობს, აერიდოს დებატებს, ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან -ირაკლი კობახიძე
ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან - დარწმუნებული ვართ, რომ ის გამართლდება და განაგრძობს წვლილის შეტანას უკრაინელების კეთილდღეობაში -"ნაცმოძრაობა"
მზად ვართ, "ქართული ოცნების" სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე -გრიგოლ გეგელია
მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს; პრემიერის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს -გია აბაშიძე
ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე-დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი
"საქართველო არ მიიწვიეს დავოსში" - დავოსში იცით რა ხდება?! - ხდება კატასტროფა -გიორგი ფხაკაძე ოპოზიციის ექსპერტებს
,,გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი''- "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი
,,ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"ფორმულამ" გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა
თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა