ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან - რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად, ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანია Gensler-თან პარტნიორობით ამზადებს.
როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტები იქნებიან ჩართული საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა" პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია Gensler, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტები იქნებიან ჩართული საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. მიმდინარე წელს ვიწყებთ არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტის მშენებლობას და გვჯერა, სწორად დაგეგმილი და ხარისხიანი პროექტირება გადამწყვეტი იქნება როგორც სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება ქართულ კომპანია „დემარკსა" და ამერიკულ კომპანია Gensler-სა შორის თანამშრომლობით მიმდინარეობს. 1965 წელს დაფუძნებული Gensler საქართველოში პირველ პროექტს სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკლიანი და „დემარკის" წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პროექტის კონცეფცია, ფუნქციური დატვირთვა და ქალაქის ურბანულ გარემოსთან ინტეგრაციის საკითხები.
Gensler-ის არქიტექტურული ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები, მათ შორის Moody Centre Basketball and Events Arena (აშშ), YOFC-ის სათავო ოფისი (ჩინეთი) და Adobe Founders Tower (აშშ) - თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებად არის აღიარებული. Gensler-ის ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქების იდენტობისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნებას, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებულ დიზაინს.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში მზადდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი. შენობაში საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად მოეწყობა სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების მისაღები ოთახების მოწყობა. შენობაში ასევე განთავსდება სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის მრავალფუნქციური სპორტის სასახლე შეძლებს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია Gensler-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ხორვატიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს -თეა წულუკიანი
"გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც განათლების რეალურ რეფორმასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს"-ილიაუნის რექტორის მოადგილე
უნივერსიტეტებში სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა ორ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება-გივი მიქანაძე
მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს