გურიაში კალანდა დგება - ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ, თუმცა გურიაში ეს დღესასწაული განსაკუთრებულია. კალანდა გურულების ტრადიცია და საზეიმო რიტუალია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
კალანდობა ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს, თუმცა, გურულები მას ძველით ახალ წელს, 14 იანვარს აღნიშნავენ.
კალანდას გურიაში ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ეგებებიან, ახალი წლის დახვერდას გურულები კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყებდნენ.
კალანდობის მთავარი ატრიბუტი მაინც ჩიჩილაკია.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ჩიჩილაკი გურულ სოფელ ბასილეთში დამზადდა. გადმოცემის მიხედვით,
კალანდობის მზის სხივები ჩიჩილაკის ბურბუშელაა. სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერებადაა მიჩნეული. თავად ჩიჩილაკი მზეა. ჩიჩილაკს ჯვრით ამკობდნენ, ხოლო სუროს ძირში უფენდნენ. გურულებმა იცოდნენ, რომ სურო ოლიმპოს ერთმა ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრების ცეცხლში არ დამწვარიყო. ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომლითაც „მფერხავს" ანუ მეკვლეს კეთილი გულით გამორჩეულ კაცს ბარაქა შეჰქონდა.
გურიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საახალწლო რიტუალში სამი რამ აუცილებელი იყო: სიცოცხლის ხე, ღორის თავი და ბასილა _ წარმართობის დროინდელი ნაყოფიერების სიმბოლო , ქრისტიანობაში _ წმინდა ბასილი.
ღორის თავი _ ღორი წმინდა ცხოველად იყო აღიარებული და მისი ჭამა აკრძალული იყო, გადმოცემით მხოლოდ ერთხელ, ახალი წლის სუფრის დასამშვენებლად გაიმეტებდნენ, ამასთან, როგორც წმინდა ცხოველს, ღმერთებს და ღვთაებებს სწირავდნენ ზამთრის პერიოდში, რაც შობა-ახალ წელიწადს ემთხვეოდა.
წმინდა ბასილს ოჯახის უფროსი მამაკაცი შესთხოვდა დამდეგი ახალი წელი მისთვის და მისი ოჯახისთვის ყოფილიყო ბედნიერი, ყველასთვის მოეტანა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ყველა საქმეში წარმატება და სიმდიდრე. სახლში შესვლისას კი იტყოდა: "შემოდგი ფეხი, გილოცავთ, გწყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი.
ახალუხში, გალიფე შარვალში და ყაბალახში გამოწყობილი „მაინძელი" სტუმრებს მარანთან მიუძღვებოდა ხის გობით. გობზე ეწყო: მოხარშული ღორის თავი; ნანადირევი ჩიტები(შემწვარი); თიხის ქოთნით ღომის მარცვალი და შიგ ჩადებული კვერცხი; ღვეზელი; თიხის დოქით "ადესა" ღვინო; 'ხეჭეჭური~მსხალი; ზამთრის ვაშლი; ჩირები; 'ჯანჯუხა~(ჩურჩხელა); გობზე დგას ჩიჩილაკი მორთული კურკანტელით, სუროთი და თავზე ვაშლით.
გურულები კალანდობის ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ და ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულად მიიჩნევენ.
კალანდა რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ხორვატიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს -თეა წულუკიანი
"გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც განათლების რეალურ რეფორმასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს"-ილიაუნის რექტორის მოადგილე
უნივერსიტეტებში სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა ორ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება-გივი მიქანაძე
მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს