პატრიარქი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც მისალოც ტექსტში პატრიარქი აღნიშნავს, გამორჩეულია მზექალა შანიძის დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ქართველოლოგიის განვითარებაში.

„აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, - ერთეულ პიროვნებათა ხვედრია. იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა შორის. გამორჩეულია მისი დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და, საერთოდ, ქართველოლოგიის განვითარებაში; ამასთან, ქალბატონი მზექალა იყო და რჩება მრავალ თაობათა აღმზრდელად და თავისი სტუდენტების ყველაზე მკაცრ, სამართლიან შემფასებლად. ბუნებრივია, მას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული; გვახარებს, რომ თავისი შესაძლებლობები მან გელათის მეცნიერებათა აკადემიის სივრცეშიც გამოავლინა და არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი შექმნა. ქალბატონ მზექალას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას", - ნათქვამია პატრიარქის მისალოც ტექსტში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენისა და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება
15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
დიღომში, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 14000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება
დაიცავით რწმენა და სასოება, როგორც უძვირფასესი მონაპოვარი და უფალი კვლავ მოწყალე იქნება საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი ერისადმი - ბულგარეთის საპატრიარქო
საფრანგეთის საელჩო – გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
მსოფლიო პატრიარქი – განსაცდელების ჟამსაც კი რწმენამ შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება, მცხეთის ტაძრები მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის ურღვევ კავშირს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და მამა-შვილი დაჭრა
შიო მესამე – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს, კვლავაც დაგვიცავს
მიხეილ ყაველაშვილი – დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ სულიერ საწყისებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი თანაარსებობა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ანდრია ჯაღმაიძე: "ტვ პირველი" და "ფორმულა", მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას, შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ, ლიტურგიკული წესრიგის დაცვა
13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა
17-18 ოქტომბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში "პურის ფესტივალი" გაიმართება
ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის
რუსთავში, აივნიდან 12 წლის გოგო გადავარდა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო