,,ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო''- ევროკომისიის პრესსპიკერი
ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
ამასთან, პრესსპიკერმა გაიმეორა, ორეტაპიანი მიდგომის შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმია ფარგლებში, ორეტაპიანი მიდგომაა: პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება, ასევე, არის შესაძლებლობა, გარკვეულ მომენტში, თუ უკუსვლა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს.
"შემიძლია ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ჩვენს ზომებზე ვილაპარაკო. ევროკომისიამ დაიწყო ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში უვიზო მიმოვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელსაც დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ.
ვიზალიბერალიზაციის მიზანი ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების წინ წაწევაა, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ამ პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია; არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს; ხელს უშლის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ახლა, როგორც პირველი ნაბიჯი, ევროკომისიამ გადასცა თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს. როდესაც მიიღებენ, ეს უზრუნველყოფს, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ყველა წევრ ქვეყანაში ერთიანად მიიღება.
ვიზების შეჩერების მექანიზმია ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ის გადაიხედა და ძალაში შევიდა გასული წლის ბოლოს, ორეტაპიანი მიდგომაა შესაძლებელი. ერთი მიდგომა, პირველი ეტაპი ამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება. არის შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მომენტში თუ უკუსვლა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს, მაგრამ ეს ავტომატური არ არის", - განაცხადა ლამერტმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს