დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე-დავით ქართველიშვილი
პარტია „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. ანალიტიკოსი გამოყოფს მნიშვნელოვან დეტალებს ფორუმიდან და წერს, რომ გლობალიზმის დოგმა დასრულდა - სახელმწიფოები იბრუნებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. დავით ქართველიშვილი გამოყოფს ამერიკის პოზიციას:
„ამერიკა უპირველეს ყოვლისა, კვლავ და პირდაპირი მნიშვნელობით:
ვაჭრობა, ინვესტიციები და მრეწველობა მხოლოდ მაშინ და იმ დოზით, თუ ეს უშუალოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება" - წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ გუშინდელი ფორუმის შემდეგ მსოფლიო განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა. წერს, რომ ჩინეთი არა მტერი, არამედ კონკურენტია, ხოლო უკრაინის კონფლიქტი უკვე რეგიონალურ მასშტაბში აღიქმება და არა დასავლეთის ეგზისტენციურ საფრთხედ.
„მე არ ვიცი, თუ როგორ "მოიპარა გრინჩმა შობა" (არასდროს არ მინახავს მსგავსი "კინოშედევრები"), მაგრამ ის შედევრი, თუ როგორ მოკლა ტრამპმა დავოსი, ნამდვილად საყურებელი იყო. ამ "კინოში" ყველას შეუძლია თავისი საყვარელი მომენტები გამოყოს, მე ჩემსას შემოგთავაზებთ:
გლობალიზმის დოგმის დასასრული -ზენაციონალური გადაწყვეტილებების ეპოქა მთავრდება. სახელმწიფოები იბრუნებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს.
ამერიკა უპირველეს ყოვლისა, კვლავ და პირდაპირი მნიშვნელობით:
ვაჭრობა, ინვესტიციები და მრეწველობა მხოლოდ მაშინ და იმ დოზით, თუ ეს უშუალოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება.
ევროკავშირი გადაიქცა არასტაბილურობის წყაროდ და არა საყრდენად. ევროკავშირი დღეს წარმოდგენილია, როგორც სისტემა, რომელიც ტოქსიკურად არის გაჭედილი იდეოლოგიას, ბიუროკრატიასა და დეინდუსტრიალიზაციას შორის.
უკრაინა აღარ არის მსოფლიო არქიტექტურის ცენტრი, კონფლიქტი აღიქმება რეგიონულად, და არა როგორც დასავლეთისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობის საფრთხედ. ამ კონფლიქტის ფინანსური რესურსი ამოწურულია.
ენერგია კლიმატზე უფრო პრიორიტეტულია - დღეს მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ენერგია და რეინდუსტრიალიზაცია, და არა კლიმატური აქტივიზმი, რომელიც ეკონომიკას ასუსტებს.
ჩინეთი, კი ბატონო, კონკურენტია, მაგრამ ამით არა ავტომატურად მტერი. მასთან ურთიერთობა და ზეწოლა გაივლის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროზე, ყოველგვარი იდეოლოგიური მესიანიზმის გარეშე.
უსაფრთხოება გადადის ფასიანი მომსახურების კატეგორიაში.
მოკავშირეთა დაცვა კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა უფასოდ და არა ავტომატურად (რაიმე ვალდებულებების გამო), არამედ ტრანზაქციულად.
და ბოლოს, დავოსი აღარ არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი.
გლობალური ელიტების მიერ „სწორი მნიშვნელობების" გენერირებაზე „დავოსური" მონოპოლია დასრულებულად გამოცხადდა.
ასე რომ, დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე. მან დააფიქსირა ლიბერალურ-გლობალისტური მოდელის დემონტაჟი და დაბრუნება მკაცრი რეალიზმის, გარიგებებისა და ეროვნული ინტერესების სამყაროში. გუშინ მსოფლიო შევიდა თავისი განვითარების ახალ და გარდაუვალ ფაზაში - მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა", - წერს დავით ქართველიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს