ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან - დარწმუნებული ვართ, რომ ის გამართლდება და განაგრძობს წვლილის შეტანას უკრაინელების კეთილდღეობაში -"ნაცმოძრაობა"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტია „ბატკივშჩინის" ლიდერ იულია ტიმოშენკოს, რომელიც კორუფციის საქმეზეა ბრალდებული, მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც უკრაინის დიდი პატრიოტი და ძალიან ცნობილი საერთაშორისო ფიგურაა. არსებობს აღქმა, რომ მას შესაძლოა, უსამართლოდ მოეპყრან და მოვუწოდებთ გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესისკენ.
გვჯერა, ის იქნება უდანაშაულო და გააგრძელებს უკრანელების კეთილდღეობაში წვლილის შეტანას შემდგომი დაბრკოლებების გარეშე. უკრაინას ის თავისუფალი და უსაფრთხოდ სჭირდება", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის" ხელმძღვანელის, იულია ტიმოშენკოს ოფისში 13 იანვარს ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.
16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, დაავალა პასპორტის ჩაბარება და აუკრძალა ნებართვის გარეშე კიევის დატოვება.
მსგავსი სიახლეები
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, გააუქმოს პარტია, მაგრამ ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს
გიორგი ვოლსკი: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები
ლევან მახაშვილი – საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
ანა წითლიძე – არნახულმა რეპრესიებმა ვერ გატეხა და ვერ დააჩოქა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისთვის
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, "ოცნება" აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
მაკა ბოჭორიშვილი აბუ დაბიში კონფერენციაში Raisina Middle East-ი მიიღებს მონაწილეობას
დავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
თორნიკე ჭეიშვილი – ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა
პაატა მანჯგალაძე – არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა
ირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს
ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნას აქვეყნებს
ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლის გამო გასაცემი ფულადი დახმარება
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი
ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემლის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში - სოზარ სუბარი
შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და უმსგავსობა ჩაიდინა
"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა" - გიორგი ცაგარეიშვილი
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არის
მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა
რომან გოცირიძე – როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება