მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან -ირაკლი კობახიძე

მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, გაირღვეს დღეს ჩამოყალიბებული ჩაკეტილი წრე, რაც ხელოვნურად თავსმოხვეულია.

„მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშ, პოლიტიკურ სისტემაში და ამას აკეთებდნენ მიზანმიმართულად. დღევანდელ განცხადებაში ვახსენე გვარამია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ამ ყველაფერში. იგივე გინება ეთერში, ლანძღვა, ისტერიული გამოხტომები, რასაც მისი მხრიდან ვხედავდით, არ იყო კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება, ეს იყო კონკრეტული დავალების შესრულება- რადიკალიზაცია მედიაში, არ უნდა მიესვლებოდეს ადამიანს ტელევიზიაში. ეს იყო საბოლოოდ ის შედეგი, რომელიც დადგა. როდესაც მქონდა დისკუსიები ჟურნალისტების მონაწილეობით, როდესაც მოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ე.წ ჟურნალისტები, ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეშალათ ჯანსაღი დისკუსია თემებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიაზე და აღნიშნა, რომ ტრიალებდა ორი სიტყვა - „რუსული კანონი" და ყველანაირად ცდილობდნენ, არ გაშლილიყო დისკუსია.

„ეს არის მარტივი დავალებები. ისინი საკუთარი პატრონებისგან იღებენ დავალებას იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ თემაზე არ უნდა გაიშალოს ჯანსაღი დისკუსია. ამ დროს არის უამრავი საკითხი, რაზეც საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, მათ შორის იმისთვის, რომ შემდეგ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ჩვენ წამოვწიეთ არაერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებისთვის არის საინტერესო, იგივე თუნდაც ფასების თემა. ვერსად მოისმენდით ჯანსაღ დისკუსიას ფასების თემაზე მთელი ამ წლების განმავლობაში. დღესაც რომ მოუმზადებლად პოლიტიკური დისკუსია სცადო პოლიტიკური სივრციდან ამ თემასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მიიღებ არა დებატებს, არამედ საცირკო სანახაობას, რასაც მიჩვეული ვიყავით გარკვეული წლების განმავლობაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ფორმატები შედგეს, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები განიხილება სრულიად რაციონალურად, არა პოლარიზებულ და სიძულვილით გაჯერებულ, არამედ ჯანსაღ გარემოში. ეს არის ჩვენი ზოგადი შეთავაზება. დანარჩენი, დაველოდებით მედიის შემოთავაზებას, ჩვენც მზად ვართ, ჩავერთოთ დისკუსიებში ფორმატთან დაკავშირებით და ეს არის მათ შორის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, საზოგადოებისთვის უზრუნველყოს სათანადო დისკუსიები ყველა თემასთან დაკავშირებით.

თქვენ ვერ გამახსენებთ, არა მხოლოდ ფასების, არამედ უფრო ზოგადი თემები რომ ავიღოთ - ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კორუფცია, ნებისმიერი თემა, არაფერთან დაკავშირებით ჯანსაღი დისკუსია არ არსებობს, არის მონოლოგის რეჟიმში ბრალდებები, სიძულვილის, ზიზღის ენა, მაგრამ არავითარი ჯანსაღი დისკუსია. ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან. დანარჩენი არის დეტალიზაციის საკითხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს