ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არის ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რაზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მანამდე კოლექტიური დასავლეთი იყო წარმოჩენილი, როგორც სრულიად უნაკლო და უპრობლემო სივრცე, მაშინ, როდესაც ამ პროცესებმა ზედაპირზე ამოიტანა ყველა ის პრობლემა, რომელზეც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდა.
„არ არსებობს იდეალური პოლიტიკური სივრცე, ზოგადად პოლიტიკა არის საკმაოდ რთული საქმე და არის უამრავი არასწორი პროცესი, რომელიც ყველა პოლიტიკურ სივრცეში წარიმართება და ბუნებრივია, ეს ეხება დასავლურ სივრცესაც. დანარჩენი, როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება ეკონომიკურ სტაგნაციას, რომელსაც გადის ევროპა უკვე 2008 წლიდან. 2008 წელს 30% იყო ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში და 2024 წლის ბოლოსთვის 17,5%-მდე შემცირდა. მალე გამოქვეყნდება 2025 წლის მონაცემები და სავარაუდოდ, ეს წილი 17%-მდე იქნება შემცირებული. ეს აჩვენებს იმ მძიმე ტენდენციებს, რომელიც არის ევროპაში. იგივე ეხება პრობლემებს, რაც არის ევროპის კონტინენტზე იდენტობის თვალსაზრისით და იგივე პრობლემები უკავშირდება სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას. აქაც არის სერიოზული უკუსვლა. ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანა გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს და რაც მთავარია, კვლავაც მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს