გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული საქართველოს პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის სამარცხვინო, მდაბიო ქცევა, რაც საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას აზიანებს.

„გერმანიის ელჩი ბოლო ინტერვიუში, ჩემი აღქმით, საკმაოდ ყალბად, თითქოს წუხილს გამოხატავდა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. აქ მაქვს მარტივი კითხვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებში ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვთ მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ, არცერთხელ არ განახლებულა ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ, სტანდარტულად, ექვს თვეში ერთხელ ხდება ნებისმიერი ქვეყნის მონაცემების განახლება. საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ დაიბარეს, ვისთან მივიდა, ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე, კაბინეტებში თუ კორიდორში? ეს ხომ სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე ვებადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია გერმანიის ელჩს, შემისწოროს, თუ ასე არ არის. გერმანიის ვებადმინისტრატორს თუ რუსეთი არ ავიწყდება, ქვეყანა, რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან, და მის მონაცემებს ანახლებენ, არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ. სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება, ირანზეც რომ აქვთ ხოლმე ძალიან ემოციური ფონზე, ის არ ავიწყდებათ და ა.შ. მთლიანად, არათუ რეგიონი, მსოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებადმინისტრატორს, მითიურ „აიტიშნიკს“, რომელსაც ვინმემ, შეიძლება, დააბრალოს, რომ საქართველო გამორჩა. ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს აინტერესებს, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას და პასუხი უნდა გასცენ ამ კითხვას.

 

„გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ სამწლიანი მისია აკავშირებს, მე პირადად და ჩვენს გუნდში ბევრს, ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან თუ განათლებიდან გამომდინარე, გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს. მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო, რა უქნა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, აგურ-აგურ ნაშენ 30-წლიან მეგობრობას ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის, ხაზს ვუსვამ, რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და ქართულ საზოგადოებაში გერმანიის რეპუტაცია განსაკუთრებით მაღალი იყო.  დღეს, როდესაც ადამიანებს ვხვდები, მეკითხებიან, რას სჭირს გერმანიას, რატომ იქცევა ასე ქვეყანა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოშიო. დღეს გერმანია თავისი ელჩის სახით ქართველი ხალხის თვალში არის წარმოდგენილი ისე, თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას? ასე რომ, ამასთან დაკავშირებით პასუხი ქართველ ხალხს გაგვცენ. ასევე, გვაინტერესებს, მაშინ ის „აიტიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება, ქართველი „აიტიშნიკია“, ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. რასთან გვაქვს საქმე, ამაზე მე პირადად პასუხს ველოდები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ" - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია