მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის

საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ში მორიგი საერთაშორისო აუდიტი წარმატებით დასრულდა, რაც კომპანიისთვის ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საწარმოს გერმანული საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია Heacon Service GmbH ეწვია, რომელმაც ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP) შესაბამისობის შეფასება განახორციელა. Heacon Service GmbH-იფარმა-აუდიტის ჯგუფმა (https://www.heacon.de/leistungen/pharma-audit) მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული წარმოება ევროკავშირის სტანდარტების (EU GMP) სრულ შესაბამისობაშია.

Heacon Service GmbH გერმანიაში, ბერლინში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ფარმაცევტულ და ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკონსულტაციო და აუდიტორულ სერვისებში მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია გააჩნია. კომპანია ევროპაში ერთ-ერთ წამყვან და სანდო აუდიტორულ ორგანიზაციად ითვლება და წლების განმავლობაში ინარჩუნებს მაღალი ავტორიტეტის სტატუსს.

Heacon-ის ჯგუფი დაკომპლექტებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური აუდიტორების გუნდით. კომპანიის მთავარი აუდიტორები, სტეფან ლაკონინგი და თანააუდიტორი ბერნდ ჰასკენი  3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ GM PHARMA-ს საწარმოში და ჩაატარეს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების შესაბამისობის აუდიტი.

Heacon Service GmbH-ის მთავარმა აუდიტორმა, შტეფან ლაკონინგმა, დეტალურად მიმოიხილა საწარმოს შემოწმების პროცესი. მისი განმარტებით, აუდიტი არ შემოფარგლულა მხოლოდ ზედაპირული დათვალიერებით; ეს იყო საწარმოო ჯაჭვის თითოეული რგოლის მკაცრი და მრავალმხრივი ინსპექტირება:

„აუდიტის ფარგლებში განხორციელდა საწარმოს სრული ინსპექტირება. განსაკურებული ყურადღება დაეთმო ძირითად საწყობებს, საწარმოო ზონებს,  ქიმიურ და  მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებს.  მათ შორის გაწმენდილი წყლის სისტემას, ნარჩენი წყლების მართვასა და დამხმარე საინჟინრო სისტემებს.

Heacon Service GmbH-ის აუდიტის შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა GM PHARMA-ს ხარისხის მართვის სისტემების, საწარმოო ინფრასტრუქტურისა და ხარისხის კონტროლის პროცესების, მათ შორის, მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიების სრული შესაბამისობა ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტებთან (EU GMP).

GM PHARMA-ში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო აუდიტების წარმატებით გავლა წარმოადგენს კომპანიის ხარისხის მართვის სისტემის მუდმივი განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. კომპანიის ხარისხის სისტემების და შესაბამისობის განყოფილების უფროსის ნინო რჩეულიშვილის განცხადებით, Heacon Service GmbH-ის ვიზიტი GM PHARMA-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სტრატეგიის ფარგლებში.

„აუდიტორული კომპანია Heacon Service GmbH-ის ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს GM PHARMA-ს ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სტრატეგიაში და აუდიტის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის სრულ შესაბამისობას ევროპულ და საერთაშორისო ფარმაცევტულ რეგულაციებთან.

GM PHARMA რეგულარულად გადის ევროპული წამყვანი საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიების მიერ EU GMP კარგი საწარმოო პრაქტიკის შესაბამისობის აუდიტებსა და რე-აუდიტებს. Heacon Service GmbH არის გერმანული, მაღალი ავტორიტეტის მქონე საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ GM PHARMA-მ ჯერ კიდევ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP: EudraLex, Volume 4) შესაბამისობის აუდიტი.

აღნიშნული აუდიტი არის დასტური იმისა, რომ რეგულარულად განხორციელებული შემოწმებების შედეგად სტაბილურად და მუდმივად ვინარჩუნებთ სტანდარტის მოთხოვნებით დანერგილ პროცესებს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროპის ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად,“ – აღნიშნავს ნინო რჩეულიშვილი.

GM PHARMA აგრძელებს ხარისხზე, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ საქმიანობას, რაც კომპანიის გრძელვადიანი განვითარების და ბაზრების გაფართოების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ამჯერად კომპანიის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის გაფართოება ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპნია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.

დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
"პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ" - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია