ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში თსუ იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, 90-იან წლებამდე, ამის მიღმა იყო სამედიცინო, პედაგოგიური და პოლიტექნიკური ინსტიტუტები, ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოჰყვა სერიოზული პრობლემები. "რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება. მწირ რესურსებში იგულისხმება მათ შორის, მწირი ადამიანური რესურსები. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ გვყავს ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელიც აკადემიურ სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მწირი რესურსი. მაგალითად, რომ ავიღოთ ისეთი ქვეყნების რესურსი, როგორებიცაა ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ა.შ. შედარება არ არის, იმდენად სუსტია ჩვენი რესურსი აკადემიურ სფეროში. ამიტომ, მთავარი ამოცანაა, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. გერმანიაში მოქმედებს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპი. იმიტომ, რომ ისინიც ცდილობენ არსებული რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას. ერთადერთი ქალაქია ბერლინი, სადაც მოქმედებს ორი უნივერსიტეტი, ისიც ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი შემორჩა ქალაქს. ყველა სხვა ქალაქში არის ერთი უნივერსიტეტი. იმიტომ, რომ საჭიროა რესურსების ოპტიმალური გამოყენება. საქართველოში იყო ასეთი სისტემა - იყო ერთი უნივერსიტეტი. თსუ იყო არა მარტო დედა უნივერსიტეტი, იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, 90-იან წლებამდე. ამის მიღმა იყო ინსტიტუტები, სამედიცინო ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ა.შ. ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოჰყვა სერიოზული პრობლემები. ჩვენ გვინდა, მეტ-ნაკლებად აღვადგინოთ ის მოცემულობა, რაც განაპირობებს მწირი რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშც წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის," რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას
,, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
,,აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა''- „ლელო - ძლიერი საქართველო“
„ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული''- ირაკლი კუპრაძე
„იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია - დავით დარჩიაშვილი
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს - შალვა პაპუაშვილი
,,სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია, აწარმოებს''- შალვა პაპუაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს
,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე
ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები
,,ქართული ოცნების და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა''- შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს''- პაპუაშვილი
,,ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია''- მაკა ბოჭორიშვილი
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება