,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკტირიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, მაშინ თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა, რადგან კერძო უნივერსიტეტებში, ან ილიას უნივერსიტეტში, ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში გაეყვანათ აკადემიური პერსონალი, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა.
„დაფინანსება განათლების სისტემის 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, ხომ ადარებთ თქვენს ხელისუფლებას, მაშინ მხარს უჭერდით თუს-ს გამოშიგვნას. თუ რაიმე დაუსაბუთებელი იყო, ეგ იყო თსუ-ს გამოშიგვნა, რაც მიზანმიმართულად კეთდებოდა იმ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ეს დაიწყო 2006 წლიდან. 2011 წელს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც თქვენ ამას იწონებდით. 2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გამოშიგვნაში რას ვგულისხმობ, ამის მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, ერთი იყო საქართველოს უნივერსიტეტი ლექციების წასაკითხად, მეორე იყო კავკასიის უნივერსიტეტი და ორივეგან ვკითხულობდი ლექციებს. მესამე იყო ილიას უნივერსიტეტი, სადაც დეკანობაც შემომთავაზეს და რა ხდებოდა - თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი იმისათვის, რომ მერე გაეწოვათ კერძო უნივერსიტეტებში ან ილიას უნივერსიტეტში ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა, მაშინ ასე უყურებდნენ კონკრეტულ უნივერსიტეტებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, განათლების დაფინანსება 2012 წელს 601 მილიონი იყო, დღეს დაფინანსება უშუალოდ განათლების სამინისტროს ქვეშ არის 2 მილიარდ 700 მილიონი.
„ამ დაფინანსებას თუ დავუმატებთ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტს, რომელიც არის გადანაწილებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, არის 3 მილიარდ 300 მილიონი. 5,5-ჯერ მეტი. 2100 სკოლის რემონტს რამდენი წელი შეიძლება, დასჭირდეს? პრიორიტეტი რომ არის ეს ჩანს იქიდან, რომ 601 მილიონიდან 3 მილიარდ 300 მილიონამდე არ გაიზრდებოდა განათლების ბიუჯეტი, ეს არის ჩემი არგუმენტი. რამდენჯერმე რომ გაიზარდა მათ შორის რუსთაველის ფონდის ბიუჯეტი და მეცნიერების დაფინანსება, ეგ გეთქვათ ჯერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, გააუქმოს პარტია, მაგრამ ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს
გიორგი ვოლსკი: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები
ლევან მახაშვილი – საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
ანა წითლიძე – არნახულმა რეპრესიებმა ვერ გატეხა და ვერ დააჩოქა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს თავისუფლებისთვის
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, "ოცნება" აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
მაკა ბოჭორიშვილი აბუ დაბიში კონფერენციაში Raisina Middle East-ი მიიღებს მონაწილეობას
დავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
თორნიკე ჭეიშვილი – ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა
პაატა მანჯგალაძე – არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა
ირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს
ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნას აქვეყნებს
ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლის გამო გასაცემი ფულადი დახმარება
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი
ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემლის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში - სოზარ სუბარი
შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და უმსგავსობა ჩაიდინა
"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა" - გიორგი ცაგარეიშვილი
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არის
მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა
რომან გოცირიძე – როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება