ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის

უმაღლესი განათლების რეფორმას  არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა დებატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა.


"დებატები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთან ეს კულტურა, სამწუხაროდ, გაქრა. ამას სჭირდება დამკვიდრება. ხშირად ვისმენთ ხოლმე მონოლოგის რეჟიმში, ხან ერთი მხარე საუბრობს, ხან მეორე და საზოგადოებას ურთულდება ასეთ პირობებში თავისი დასკვნის გამოტანა. ჭეშმარიტება იბადება დისკუსიაში და როდესაც საზოგადოებას შეუძლია თვალყური ადევნოს დისკუსიას მხარეებს შორის. ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ მიიღო ბევრად მეტი ინფორმაცია, ვიდრე მონოლოგის რეჟიმში სხვადასხვა მხრიდან იღებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. დღეს გამოიკვეთა, სად არის არგუმენტები და სად საერთოდ არ არის არგუმენტები. არაერთხელ ვთხოვე ოპონენტებს, ესაუბრათ არგუმენტებით და რეალურად, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ერთმანეთისგან დასკვნისა და არგუმენტის გარჩევა. არ შეიძლება პირდაპირ თქვა დასკვნა, თუ არ გაქვს არგუმენტები. ჩვენ ვცდილობდით და ვსაუბრობდით არგუმენტებით და საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას, ეს არის უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ საქართველოში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ვერ იღებს იმ ხარისხის განათლებას, რასაც მიიღებდა, მაგალითად დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ეს ხომ რადიკალურად ცვლილებას საჭიროებს, არსებით ცვლილებას. ამაზე თუ ვთანხმდებით და ჩვენ თუ გეუბნებით ჩვენს გზას, მაშინ, ან ალტერნატიული გზა უნდა წარმოგვიდგინონ, ან უნდა გაყვნენ იმ
გზას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული. რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს, ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ჩვენს კონცეფციაში ასახული.

მართლა დავსდევდით არგუმენტებს, ოღონდ მოგვესმინა რაიმე არგუმენტი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. მართალია, ლოკალური იყო ეს თემები, მაგრამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით მოვისმინეთ არგუმენტები და  მაშინვე დავპირდით ჩვენს ოპონენტებს, დისკუსიის მონაწილეებს, რომ მზად ვიყავით, თითოეულთან დაკავშირებით დამატებით მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეთვალისწინებინა საჭიროების შემთხვევაში. სრული ღიაობაა ჩვენი მხრიდან, რომ განვაგრძოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ჩვენ წარვადგინეთ კონცეფციის პროექტი, რომელიც ჯერ კონცეფციაც არ იყო, ყველას შევთავაზეთ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა. ამის ნაცვლად, დაიწყო პოლიტიკური კამპანია ამ კონცეფციის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება.
შეხვედრები იქნება ეს აკადემიურ სფეროსთან, რექტორებთან, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან, ექსპერტებთან, ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად მსჯელობისთვის. მთავარია, რომ ეს მსჯელობა ეფუძნებოდეს არგუმენტებს", - განაცხადა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშც წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის," რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას
,, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
,,აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა''- „ლელო - ძლიერი საქართველო“
„ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული''- ირაკლი კუპრაძე
„იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია - დავით დარჩიაშვილი
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს - შალვა პაპუაშვილი
,,სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია, აწარმოებს''- შალვა პაპუაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს
,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე
ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები
,,ქართული ოცნების და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა''- შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს''- პაპუაშვილი
,,ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია''- მაკა ბოჭორიშვილი
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება