"მედია მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს"-გოგა გულორდავა
„ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება." - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.
მისივე განცხადებით, სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები შინაარსობრივ ნაწილში ბევრად უფრო მძიმეა იმ ქვეყნებში, ვიდრე ეს ქართული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
„არც კანონის მიღებისას, არც შემდგომ პერიოდში, კომისიის მიზანი არ ყოფილა და არ იქნება რაიმე სადამსჯელო მექანიზმების და სანქციების გამოყენება რომელიმე მაუწყებლის მიმართ. მიდგომა იქნება თანაბარი, თუმცა ყველას უნდა მკაფიოდ გვახსოვდეს და იმ პასუხისმგებლობიდან გამოვიდეთ, რაც დღეს საზოგადეებაზე გავლენის მასშტაბებიდან გამომდინარე ნებისმიერ მაუწყებელს გააჩნია, რომ არ შეიძლება ფაქტების დამახინჯება ეთერში, არ შეიძლება სიცრუის ტირაჟირება, არ შეიძლება ამა თუ იმ ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება. პასუხისმგებლიან მედიას მაღალი სტანდარტების დაცვისთვის ჩემი აზრით არც კანონის მოთხოვნები არ სჭირდება - ამას მედია ისედაც უნდა იცავდეს.
კომისიის როლი იქნება ამ შემთხვევაში, პირველი და უმთავრესი ამოსავალი საზოგადოების ინტერესების დაცვა და კანონის აღსრულება თანახმად, განურჩევლად ყველა მაუწყებლისა, ვისაც აკისრია დღეს ეს პასუხისმგებლობა და ვისაც ძალიან დიდი მასშტაბი აქვს გავლენის მოხდენისა. ამ ნეგატივისგან, ყალბი-ცრუ, არაფრის მომცემი ინფორმაციისგან და საერთოდ ამ ველისგან საბოლოოდ უნდა დავცალოთ მედია და გავაჯანსაღოთ გარემო. მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
მსგავსი სიახლეები
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის