გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საგენტოს ცნობით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში, შედარებით სითბოს ფონზე, ზოგან წვიმა და აღმოსავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი.
„თბილისში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 14-15 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 14-15 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 14 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 15-16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 14 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 15-16 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
"ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და... ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ!''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი