ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?

 

ერთადერთი გზა, რომელიც მე მეჩვენება, რომ „ქართული ოცნების ინტერესში უნდა იყოს, ეს არის ვაშინგტონთან სიტუაციის დალაგება, ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან? - ეს კითხვები ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერების მისამართით დასვა.

მისივე თქმით, დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი [ბიუროკრატია] არის გენერატორი დაავადებების.

"ტყუილი იწყება იქიდან, რომ თითქოს დასავლეთი არის ერთი რაღაც მთლიანობა, მონოლითი. სინამდვილეში დასავლეთი არის ორი რაღაცისგან შემდგარი. დასავლეთი არის ღირებულებითი ბირთვი, ეს არის ერთადერთი ცივილიზაცია დღევანდელ სამყაროში, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი დაიცვას ტირანიისგან და ამას ემსახურება ის სისტემები, რომლებიც დასავლეთის შიგნით შეიქმნა. ამ ცივილიზაციას შიდა და გარე მტრები ჰყავს. მეორე, დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი არის ბიუროკრატია. ამ ზედნაშენის ფუნქცია უნდა ყოფილიყო დასავლეთის ბირთვის დაცვა. "ქართული ოცნება" ყველაფერს ხომ არ იტყუება, მაგრამ ნახევარი ტყუილი არის ყველაზე მძიმე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი არის გენერატორი დაავადებების. ამათაც სჭირდებათ, რომ თავიანთი მოქალაქეები მეტად დაბეგრონ, უფრო დიდი რეგულაციები დაუწესონ, ყველაფერი ის, რასაც რასაც „ქართული ოცნება" თავისი ხელისუფლებაში ყოფნის უდიდესი ნაწილი აკოპირებდა. რაღაცა კანონს რომ ვიღებდით და ვამბობდით, ეს ხომ სისულელეა, გვპასუხობდნენ ევროკავშირი გვთხოვსო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების" „რეჟიმ ჩეინჯი" მოუნდათ ამ დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენს, „ქართული ოცნება" რას აკეთებს? ფასების კონტროლს აგრძელებს, პლასტმასის ბოთლებს ებრძვის, მანქანების შემოყვანას კრძალავს, ანუ ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე ვითომ ევროკავშირის მოთხოვნით აკეთებდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილი "იმედის" ეთერში დებატების განახლების საკითხსაც გამოეხმაურა.

„დიდი მადლობა, ძალიან მომენატრა დებატები, როგორც იქნა მოხდა ეს ამბავი", - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება