,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე

 

მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა, ეს არის სამუშაო პროცესი, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა ახალი ადმინისტრაცია ძალიან განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან და არის როგორც ღირებულებითი, ასევე არის მსოფლმხედველობრივი განსხვავება:

„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ დონით ურთიერთობის და სტატუს-კვოთი, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს შორის არსებობს. ამას აქვს ობიექტური საფუძველი და სწორედ ამის შესახებ მქონდა საუბრები, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში და ახლა უკვე ომის დეპარტამენტში, სადაც საკმაოდ მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები მქონდა.

პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა იყოს თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე არის დღეს. ამის თქმა შემიძლია საჯაროდ იმიტომ, რომ ამის ინტერესი მე დავინახე ამ შეხვედრებზე.

ეს არ იყო მოკლეხნიანი შეხვედრები, საკმაოდ დიდი დრო გვქონდა იმისთვის, რომ თითოეული საკითხი განგვეხილა. განგვეხილა ის პრობლემატიკა, რაც არის ჩვენს ურთიერთობებში - როგორ შეიძლება ამ პრობლემატიკის აღმოფხვრა ერთის მხრივ და მეორე, როგორ შეიძლება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება.

რა თქმა უნდა, მე ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ დახურული შეხვედრები იყო და ამის უფლება არც მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მიდგომამ შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს არის ის სტრატეგიული დერეფანი, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს. ამ მხრივ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დერეფანი, ამ დერეფანთან დაკავშირებული სფეროები, მათ შორის ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, ეს ყველაფერი არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესში. ამიტომ, ჩვენ სწორედ იმაზე უნდა ავაწყოთ ჩვენი ახალი ურთიერთობები, რაც როგორც ჩვენს ინტერესშია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესშია.

ახალი ადმინისტრაცია ძალიან განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან. ესეც აუცილებლად სათქმელია. აქ არის როგორც ღირებულებითი განსხვავება, ასევე არის მსოფლმხედველობრივი განსხვავება და ეს მსოფლმხედველობრივი განსხვავება ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ახალი უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც ნოემბერში გამოიცა და სწორედ ამ უსაფრთხოების სტრატეგიის ავტორთან მქონდა შეხვედრა.

მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა. თუმცა, ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ამ პირობით უნდა შევიდეთ ახალ  მოლაპარაკებებში", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება