15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მნიშვნელოვანია, სწორად გამოიყენოთ. ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება - დილის გარბენი ან სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
რჩევა: კარგი იქნება, ფიზიკური ვარჯიში დაიწყოთ - ეს შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კურო
დღეს შესაძლოა ყოველდღიური საქმეები ზედმეტად ერთფეროვანი მოგეჩვენოთ და რაიმე ახლის გაკეთების სურვილი გაგიჩნდეთ. იმოქმედეთ - დღის განრიგში მცირე ცვლილებაც კი ახალი ძალებით აგავსებთ. ამ დღეს სხეულზე ზრუნვაც სასარგებლოა - მასაჟი, იოგა ან უბრალოდ მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა.
რჩევა: შეგიძლიათ, ბედი ახალ საქმეში მოსინჯოთ - მცირე ცვლილებამ შეიძლება მოულოდნელად, დადებითი შედეგი მოიტანოს.
ტყუპები
თუ დიდი ხანია გასეირნებას ან აქტიურ დასვენებას გეგმავდით, შესანიშნავი დღეა გეგმების განხორციელებისთვის. მთავარია ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით.
რჩევა: ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ - ამ დღეს ნებისმიერი სიახლე თქვენთვის სასარგებლო იქნება.
კირჩხიბი
ეს დღე თითქოს შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინოთ. ამ დღეს შეძლებთ საერთო ენის პოვნას იმ ადამიანებთანაც კი, ვისთანაც ადრე ურთიერთობა გიჭირდათ.
რჩევა: გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ის პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და დამატებითი შემოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.
ლომი
გრძნობთ, რომ ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მისი სწორად მიმართვა შეძლოთ. თუ უმოქმედოდ იქნებით, თქვენი ენერგია შეიძლება გაღიზიანებაში ან ირგვლივ მყოფებთან კამათის სურვილში გადაიზარდოს. ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა - სპორტი, მოგზაურობა, სეირნობა ან თუნდაც სახლის დალაგება.
რჩევა: გამოიყენეთ თქვენი ენერგია სხვა ადამიანების დახმარებისთვის და უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
ქალწული
ამ დღეს შინაგანი ბალანსის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება. ერთი მხრივ, უამრავი ენერგია გაქვთ, ხოლო, მეორე მხრივ, თუ მას არასწორად მიმართავთ, კონფლიქტი და დაპირისპირებაა მოსალოდნელი. უმჯობესია, ყურადღება ისეთ საქმეზე გაამახვილოთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
რჩევა: თუ გაქვთ უნარები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ, მათი გახსენება სცადეთ - შესაძლოა გაოცდეთ, რამდენად სასიამოვნო იქნება ეს.
სასწორი
ეს დღე ხელსაყრელია ურთიერთობისთვის - გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად იპოვით. პირადი საზღვრები არ დაივიწყოთ. თუ გრძნობთ, რომ ვიღაც ცდილობს თავისი აზრები თავზე მოგახვიოთ, საკუთარი პოზიცია თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ დააფიქსირეთ.
რჩევა: ამ დღეს ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. უმჯობესია, საღამო კომფორტულ გარემოში გაატაროთ, რათა ახალი კვირის წინ ძალები აღიდგინოთ.
მორიელი
ამ დღემ შეიძლება ნამდვილი გამოცდა მოგიწყოთ. გრძნობთ, რომ დაძაბულობა იზრდება და სრულიად მარტივი გარემოებები რთულდება. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით, თუ ისინი გრძელვადიან გეგმებს ეხება. პირად ურთიერთობებში ეცადეთ საყვარელი ადამიანები ნაკლებად აკრიტიკოთ. თუ გსურთ, რომ საუბარი ნაყოფიერი იყოს, რბილი და მეგობრული ტონი აირჩიეთ.
რჩევა: მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებამდე საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეთ.
მშვილდოსანი
შეხვედრებით, ურთიერთობებითა და ახალი შთაბეჭდილებებით სავსე დღეა. ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ და ეძებთ მთას, რომელსაც გადააბრუნებთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ბუნებაში გასვლა, მოგზაურობა ან ახალი საქმიანობის მოსინჯვა იდეალური გამოსავალი იქნება. ახლა სწორედ ექსპერიმენტებისა და ნათელი ემოციების დროა.
რჩევა: მიჰყევით თქვენს ოცნებას - დღეს სპონტანურ გადაწყვეტილებებსაც კი შეუძლიათ მოულოდნელი სიხარული მოგიტანონ.
თხის რქა
დღეს შესაძლებლობა გექნებათ, სამუშაო საკითხებიდან ყურადღება სასიამოვნო თემებზე გადაიტანოთ. ძველ მეგობრებს შეხვდით, ოჯახის წევრებთან ერთად ისადილეთ ან, უბრალოდ, ჰაერზე სეირნობით დატკბით. ასეთი აქტივობა მხნეობას დაგიბრუნებთ და მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
რჩევა: შინაგანი ჰარმონიის მოსაპოვებლად ენერგიის სწორად მართვა უნდა შეძლოთ..
მერწყული
იდეალური დღეა დასვენებისთვის. ნურავის მისცემთ დაპირებას, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შეასრულებთ. ახლა ის დროა, როდესაც მხოლოდ ლოგიკურ აზროვნება კი არა, არამედ ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ.
რჩევა: მიეცით საკუთარ თავს ცოტაოდენი თავისუფლება - ეს დღე სასიამოვნო ექსპერიმენტებისა და ახალი ემოციებისთვისაა შექმნილი.
თევზები
დღის პირველ ნახევარში შეიძლება რთულ სიტუაციას შეეჯახოთ, რომელიც თქვენგან მაქსიმალურ მოთმინებასა და თვითკონტროლს მოითხოვს. მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მიჰყევით. განსაკუთრებით მოერიდეთ სხვებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას.
რჩევა: გარშემო მიმოიხედეთ - ზოგჯერ ლოდინის ნიჭი გვეხმარება, ზედმეტი შეცდომები თავიდან ავიცილოთ.
მსგავსი სიახლეები
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის
ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდა