შალვა პაპუაშვილი: „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია - იმედი

 

ტელეკომპანია „იმედს" დღეს 23 წელი შეუსრულდა, ვულოცავ მისი დამფუძნებლის ოჯახს, ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს და ერთგულ გულშემატკივარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „იმედს" დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო ხალხის ხმის გამტარი, პლურალიზმისა და დემოკრატიის სარკე, ადგილი, სადაც საზოგადოება საკუთარ სათქმელს, საკუთარ სიმართლეს და საკუთარ თავს ხედავს.

„მისი ისტორია მარტივი არ ყოფილა. ამ ტელევიზიამ საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს იყო ოკუპირებული, იყო მიტაცებული, იყო ღალატისა და უსამართლობის მსხვერპლი. იცის, რას ნიშნავს, როცა ცდილობენ ჩაახშონ ხმა, რომელიც ხალხამდე აღწევს. საბედნიეროდ, ეს დრო მის ისტორიაში ხანმოკლე იყო. ხანმოკლე, მაგრამ წარუშლელი. ამავე დროს, „იმედმა" კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო მართალი სიტყვის მატარებელი, ემსახურო საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, გქონდეს აუდიტორიის ნდობა, სიყვარული და დაფასება. სწორედ ეს არის მისი ნამდვილი ღირსება და ძალა. საქართველოს უახლესი ისტორია არის დაპირისპირება გარე ძალების ნების თავს მოხვევასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარ პოლიტიკას შორის. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა იმის გასარკვევად, ვინ ვართ, რისი უფლება გვაქვს, რამდენად დამოუკიდებლები ვართ და როგორია ჩვენი თავისუფლების ხარისხი.

ასეთ ბრძოლაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ხმას, რომელიც ხალხის ხმას ატარებს. დღეს „იმედი" სწორედ ასეთ ხმად იქცა, ხმად, რომელსაც უსმენს უმრავლესობა, ხმად, რომელიც გადმოსცემს საზოგადოების უმრავლესობის ფიქრს, განცდას და სათქმელს. და სწორედ ამიტომ არის ის სამიზნე ყველა ავის მსურველისთვის, ვისაც საქართველოში შუქის ჩაქრობა სურს. ეს არ მოხდება. პირიქით, ყოველი ასეთი შეტევა ადასტურებს, რომ „იმედი" და მისი გულშემატკივარი სწორ მხარეს დგას. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა და ბევრი გამარჯვებაა. გისურვებთ სიმტკიცეს, გამბედაობას და დიდ წარმატებებს. „იმედს" კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია - იმედი", - წერს პაპუაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის