მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა

 

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დროს გამოიკვეთა პროცესი, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ხორციელდებოდა ზეწოლა. რატომ? იმიტომ, რომ ამ პროცესში საქართველოს თავისი როლი უნდა ეთამაშა. გახსოვთ დეზინფორმაციის ნიაღვარი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების რჩევები გავისეირნოთ [აფხაზეთში, ოსეთში] ასევე მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებული თემები, გამოსვლა და პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანქციებთან შეერთებაზე,  ერთი ძალა კურირებდა ამ ყველაფერს და ჩვენი მთავარი მოტივაცია იმ დღეებში იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვეხდინა ინფორმირება ჩვენი საზოგადოების - რა იყო სიმართლე, რა უნდა დაგვეცვა. სხვათა შორის ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა გაუგებრობას, ისეთი დიდი ნიაღვარი იყო [დეზინფორმაციის], თითქოს მტრის მხარეს დგებოდა ჩვენი ქვეყანა და ამას ყველამ ერთად გავუძელით, მთელმა სახელმწიფომ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა" განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა.

 

„ის მთელი მოქმედებები, რომელიც ბრჭყალებში ვიტყვი, თითქოს ჩვენი კეთილის მსურველები, პარტნიორები,  აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია და მთლიანად, უკვე აღარც არის დამალული, პირდაპირ შეგვიძლია, სხვას ვერაფერს დავარქმევ, იმ რადიკალური ფრთის მოქმედებას მაშინაც და დღესაც, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დამოკიდებულია სწორედ ამ ძალებზე და მხოლოდ მათი დაკვეთით მოქმედებს. მათ არსებულ ტელევიზიებში პროპაგანდა მიდიოდა, რომ რუსეთი როგორი სუსტია და პატრიოტულ ნოტებზე გადაჰყავდათ და აგულიანებდნენ ახალგაზრდობას, საზოგადოებას, რომ როგორი შანსი გვაქვს ახლა, რომ დავაბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ეს უმოქმედო, რუსი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. აი ამ ზეწოლებს ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, ეს ბრძოლის პროცესია და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს ბრძოლა არ ჩერდება, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. 

 

უკრაინის ომის შემდეგ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ჯანსაღად აზროვნებს, პატრიოტია და იცავს ამ ქვეყნის ღირებულებას და ინტერესებს, შეიძინა გამოცდილება და მისთვის ნათელი გახდა რასთან გვქონდა საქმე, მითუმეტეს ამ ფონზე, ამ ოთხი წლის შემდეგ, ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, ასეთ დროს საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება