მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

 

„გარე მსახურების ბევრი მაგალითის მოყოლა შეიძლება, მაგრამ რადგან ბოლო წლებზე ვსაუბრობთ, პირდაპირ განვაცხადოთ და ნაწილი საზოგადოების ნეიტრალური, თითქოს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიცია  მოსწონს, მაგრამ უყვარს თავისი ქვეყანა, მათ დაძახილზე გამოვიდა რამდენჯერმე. აი სად მოხდა მაგალითად რომ გავარჩიოთ, შეიძლება ჩვენს მომხრეებშიც გამოიწვია ამ განცხადებამ, რაზეც აქვთ საუბარი, 28 ნოემბრის [განცხადებაზე], როდესაც გამოვიდა პრემიერი და [თქვა], რომ ჩვენ მოვემზადებით 2028 წლისთვის და ვიქნებით ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატებს შორის. არჩევნების შემდეგ ვერ მოახერხეს დიდი რაოდენობის გამოყვანა, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ რაოდენობა მოქალაქეების გამოვიდა. მეორე დღე იყო თუ მესამე დღე, ირაკლი კობახიძემ ასევე გააკეთა განცხადება, რომ ნებისმიერ დროს, როგორც კი ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ ის მზად არის და ჩვენთან სურს საუბრის გაგრძელება ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს 24 საათის მანძილზე, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ და გავაგრძელოთ მოლაპარაკება. ეს არის პასუხი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იყო ვაჭრობის საგანი, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მინიჭების მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება.

 

„ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მახსენდება, რომ ერთი გონიერი ადამიანი არ ჰყავთ, აი კედელს, რომ ეჯახებიან და არავის არ დაუსვამს ეს კითხვა, საკუთარ გამარჯვებად რომ დაესახათ, ხომ წარმოგიდგენია, რომ ტრიალდებით ევროკავშირის საელჩო არის, წარმომადგენელი არის, იქ ჩავდივართ და ვეუბნებით, რომ თქვენ ხომ გინდათ, რომ საქართველო ევროკავშირში გაერთიანდეს, აგერ ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფალი, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ, მიდით გახსენით მოლაპარაკება და ჩვენ ვაიძულებთ და ჩვენი ჩართულობით მოხდება ეს პროცესი, მაგრამ აქ ხდება ყველაზე კარგად ამ სურათის დანახვა, რომ ეს პროცესი ევროკავშირთან მოლაპარაკებას არ ემსახურებოდა. არჩევნებამდე, კიდევ მანამდე, უკრაინაში ომის დაწყებამდე,  შემდგომ - ეს ყოველთვის იყო ვაჭრობის საგანი და გაუგებარი იყო თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში, რომ რატომ მიენიჭა ორ ქვეყანას და არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც წამყვანი იყო სამ ქვეყანას შორის. ეს ის კითხვებია, რომელიც პირდაპირ სცემს პასუხს ამ ხალხის მოქმედებას და აქ იყო მიზანი ხელისუფლების ცვლილების და ეს მიზანი ამ გამოსვლებით და ამ ძალადობრივი აქტებით უნდა განხორციელებულიყო", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

 

როგორც მან აღნიშნა, გონიერმა საზოგადოებამ, ძალიან კარგად გაიგო პრემიერ-მინისტრის განცხადების აზრი და შესაბამისი შედეგებიც დადგა.

 

 

„ის ძირითადი ბირთვი, რომელიც მხარში დაუდგა ჩვენს ხელისუფლებას და არ გამოვრიცხავ, რომ ბევრს შეიძლება რიგ შემთხვევებში არ მოსწონდეთ ხელისუფლების ქმედებები, მაგრამ სახელმწიფოებრივად აზროვნებს ეს საზოგადოება, ჩვენი ქართული, გონიერი საზოგადოება, მათ ძალიან კარგად გაიგეს და შესაბამისი შედეგებიც დადგა.

ან ის ხალხი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქტს როცა ვიხსენებთ 5-7 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. გესმით, იმ სიგიჟის მოთხოვნაში „დავიწყებთ და დავამთავრებთ, დავამხობთ ხელისუფლებას", ამ სეირის საყურებლად გამოვიდა? არ რცხვენიათ ამ დაძახილზე რომ გამოდიან? მათაც შერცხვათ და დაიწყეს ერთმანეთის ძაგება - სად გამოვდიოდით, რატომ გამოვდიოდით. ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, ამ დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაცა ნაწილის მაინც დამორჩილებას. ნარკოდამოკიდებული ადამიანები რომ არიან, ისე ჰყავთ დამოკიდებული საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი ამ ფეიქ ნიუსებით და გარედან მართული სიტუაციით - სანქციები, მოსკოვის მექანიზმი და სხვადასხვა საშუალებებით. ამით კვებავენ, რომ არ დაკარგონ ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც მათ მხარს უჭერს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება