,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშც წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა''- მიხეილ ყაველაშვილი

თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, თითქოს განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს [ანგარიში], ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა" ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე საუბრისას.

მისი შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა.

„რომ დავიწყოთ პირველი რეზოლუციით, სამარცხვინო რეზოლუციები რომ მიიღეს - სააკაშვილთან მიმართებაში, თითქოს, ვაწამებთ. რიცხვი ხომ არ იცვლება, სულ რაღაც 10 ადამიანია, ვინც მუდმივად ამ თემით სპეკულირებს, ერთი ძალა არის - აქ მყოფი მეხუთე კოლონა და ეს ხალხი, იგივე შემადგენლობაა. ეს მექანიზმიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს [ანგარიში], ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს. ძალიან კარგი პასუხი გასცა ჩვენმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ბატონმა მაისურაძემ, ძალიან კარგად, პროფესიონალურად ჩამოაყალიბა, თუ რამდენად შეუსაბამო იყო თავად ეუთო-ს წესებთან. მაგრამ მოთხოვნა მექნება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახსენე, ჩვენმა ელჩმა ძალიან კარგად განმარტა, მაინც იქნება აუცილებელი, რომ თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყოს სრულყოფილად - თუ რას ემსახურება, ვინ ადგენს ამ აქტს და რასთან არის კავშირში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დოკუმენტის დეზინფორმაციულ შინაარსზე საუბრისას გადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ ანგარიში „კამიტის" ეპიზოდს შეადარა, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ძალები სხვადასხვა მექანიზმს მიმართავენ.

„კამიტიც", რეზოლუციაც, ეს აქტიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თავისთავად, ვისთანაც პირდაპირ კავშირშია, ეს არის მეხუთე კოლონა, ვინც ამ ყველაფრის შესახებ უნდა ისაუბროს. ასევე, შეგიძლიათ, მიამატოთ, რომ ეს იყო იგივე კამპანია, რომ თითქოს, აქ ტერორისტებს ამზადებენ, იგივე ადამიანების ჯგუფი, ყველას თავისი ფუნქცია აქვს მეხუთე კოლონაში და ეს პროცესიც დაძრულია. სამწუხაროდ, ამ საერთო ძალას ასევე ჰყავს თავისი [მოკავშირე] ამერიკის შეერთებულ შტატებში - კონგრესში ჯო უილსონი, რომელიც მუდმივად პოზიციონირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხომ გახსოვთ, დაიწყეს რუსეთით, გადავიდნენ ჩინეთზე და ახლა ირანზე და ესენიც ერთ ხმაში ამ ყველაფერს აჟღერებენ. ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ერთად ავითარებენ ამ პროცესებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იცვლება მსოფლიო, იცვლება გარშემო სიტუაციების. სამოქმედო გეგმა და გზა, რაც ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის მთავარი. აქ უნდ აიყოს მოტივირებული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. აქტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კარგად უნდა განუმარტოს ჩვენს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს ეს აქტი და რატომ არის ეს ჩვენთვის უმნიშვნელო, რატომ არ ექნება ძალა, რომ აქ ჩვენ რაიმე სახით დაგვაზიანოს. ეს არის გარე აქტორებისთვის განხორციელებული, როგორც „კამიტის" ამბავი, რომ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ თითქოს ხელისუფლება წამლავს საკუთარ ხალხს. გზავნილებიც დალაგებულია, ვინ რა უნდა ისაუბროს ანუ ეს ერთიანი ქსელია. მაგრამ პარალელურ რეჟიმში ქვეყანა ვითარდება, მიდის წინ, იცავს თავის ინტერესებს. ეს პროცესი არის უფრო საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ, რომ მილევადი გახდეს ის ინფორმაციები, რაზეც არიან ისინი დაფუძნებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება