მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება

 

აქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

 

პრეზიდენტის თქმით, ვერ დაასახელებენ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ.

 

„ვესაუბრე, მანდ მოყვანილ თემებზე, სადაც არის, თითქოს გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია და ის რაც ხდებოდა, პარლამენტში შეჭრაზე, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები, ამას ხომ ვერ გაურბიან და ის, რაც მერე ქმედება მოჰყვება ამას პოლიციის მხრიდან, ეს ამის საპირწონედ ხდება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ევროკავშირის უმეტესმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა.

 

„თვითონ ევროკავშირში, ამ აქტთან დაკავშირებითაც უფრო მეტმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. საზოგადოებას შეუძლია მარტივად ნახოს ეს ქვეყნები. ეს ქვეყნები ხომ ევროპის ქვეყნებია, ეს ქვეყნები ხომ უნდა განიხილო როგორც შენი პარტნიორი, ესე იგი ამ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები უნდა გააგრძელო და დაამყარო.

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციამ შეაფასა, რომ ძალადობა მიუღებელია. ორჯერ ორი ოთხია, ძალადობა მიუღებელია, რომელიც ვერ დავაცდენინეთ ევროკავშირის ელჩს, მაგრამ მიზეზები ხომ ვიცით რატომ არ საუბრობენ, იმიტომ, რომ ერთი ძალა იყო ამისთვის მოტივირებული, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით დაემხოთ და გვახსოვს ჩვენ სხვადასხვა ევროპელი ლიდერის გულშემატკივრობა, 4 ოქტომბერზე მაქვს საუბარი. ამიტომ ეს ყველაფერი ნათელია, ჩვენ არ ვჩერდებით მუდმივად მზად ვართ როგორც ამ პრეზიდენტთან, ამ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, ასევე ვართ მზად ნებისმიერ ინსტიტუციასთან, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა და ვაგრძელებთ კიდევაც. გვყავს ჩვენ მხარდამჭერები, ვინც ამ სიმართლეს აღიარებენ და ხმამაღლა იცავენ ჩვენს პოზიციებს და საუბრობენ, კიდევ მეტი გულშემატკივარიც გაჩნდება თუ ჯანსაღი პროცესი უნდათ რომ განვითარდეს ევროკავშირში, მაგრამ თუ ეს ძალა შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ამდაგვარი, ამ სამარცხვინო რეზოლუციებით, სამარცხვინო ფეიქ ნიუსებით და შეთითხნილი აქტებით უნდათ მოქმედება ამას ხომ მსოფლიო საზოგადოებაც ხედავს და ეს უკვე ჩვენი შეფასება აღარ არის, ჩვენ შეფასებებს გადაასწრო მაგალითად აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებებმა, პირდაპირ სტრატეგიულ აქტში ჩაწერეს, თუ ევროპა ასე გააგრძელებს, ევროპას ემუქრება განადგურება და ეს განადგურება რის საპასუხოდ არის? ზუსტად ასეთი ქმედებების, ასეთი სამარცხვინო, უპასუხისმგებლო ხალხის ქმედებების, რომლებიც ევროპის სახელით ამ ქმედებებს ჩადიან, აი ეს უქადის ევროპას დაღუპვას, ეს ხალხი ერთად არიან და ჩვენ არ ჩავყვებით ამ ევროპის დაღუპვას, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში
ლანა გალდავა - ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
ცოტნე ივანიშვილი - პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება