საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, სამების ტაძარი 22 მარტს 02:00 საათიდან 08:00 საათამდე დაიკეტება, კვირა დილის 08:00 საათიდან კი ტაძარში დაშვება მხოლოდ საგანგებო საშვების საშუალებით მოხდება.

„ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს, დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სტანდარტები.

კვირას, დილის 08:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.

წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა, დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია", - ნათქვამია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
პაველ ჰერჩინსკი - რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი
ირაკლი კობახიძე - ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ტრაგიკული ადამიანი, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე - "ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი -პრემიერი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა, მოახდინონ დიპლომატების ევაკუაცია კიევიდან
რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მაისს
"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy
ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს
"სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი"
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს,
ვიქტორ ორბანის, ანუ „განტევების ვაცის“ წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ -Politico
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"