,,უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს''- დავით ქართველიშვილი

 

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, „დღის ქრონიკაში" საუბრისას გამოეხმაურა ილია მეორის გარდაცვალებაზე დასავლელი ბიუროკრატების დუმილს. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დასავლეთში არ იციან, ვის მიუსამძიმრონ. ქართველიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მწუხარებას გამოხატავენ ქუჩებში გამოსული მილიონ ნახევარი ქართველის მიმართ, მოუწევთ ირიბად იმ მთავრობის აღიარებაც, რომელსაც ახლა არალეგიტიმურად ცნობენ:

„ახლა დასავლეთში არ იციან რა ქნან. ამ ხალხს მიუსამძიმრონ? მაშინ ირიბად ამ ხალხის არჩევანიც უნდა სცნონ იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც ამდენმა ადამიანმა ხმა მისცა, თავად კი არალეგიტიმურად მოიხსენიებენ. მაგრამ, თუ მათთვის ქართველ ხალხს კვლავ წარმოადგენს ლომჯარია და გვარამია, მაშინ მათ მაინც უნდა მიუსამძიმრონ" - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს.

„წარმოიდგინეთ, ჯო უილსონები გვეუბნებოდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ", „დემოკრატიის უკუსვლა", „აღშფოთებული შეშფოთება" და ა.შ. ეს წინადადებები ზეპირად გვახსოვს. დაინახეს, მილიონ ნახევარი ქართველი, რომელიც მდუმარებაში, გლოვასა და სევდაში მიდიოდა სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად. ახლა კი დასავლეთში არ იციან რა ქნან. ამ ხალხს მიუსამძიმრონ? მაშინ ირიბად ამ ხალხის არჩევანიც უნდა სცნონ იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც ამდენმა ადამიანმა ხმა მისცა, თავად კი არალეგიტიმურად მოიხსენიებენ. მაგრამ, თუ მათთვის ქართველ ხალხს კვლავ წარმოადგენს ლომჯარია და გვარამია, მაშინ მათ მაინც უნდა მიუსამძიმრონ. ბუნებრივია, ამასაც არ აკეთებენ, რადგან ხვდებიან, რა აბსურდშიც მოხვდებიან. ეს დასავლური ძალები კომაში აღმოჩდნენ და მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. ქართველმა ხალხმა ამ ხუთი დღის განმავლობაში მათ მცდელობას, არარსებულ, ვირტუალურ ქართველ ხალხზე დაყრდნობით და მასზე აპელირებით აეგოთ მომავალი და წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა, წერტილი დაუსვა. ქართველმა ხალხმა დაამსხვრია ბიუროკრატიისა და ჯო უილსონების ბაბილონის გოდოლი. გაგახსენებთ, ჯო უილსონი სწორედ ის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელმაც ამერიკის ჰელსინკის ჯგუფის დიდი ხნის წინ დაანონსებულ ანტიქართულ შეკრებაზე 21 წევრიდან მხოლოდ სამის შეკრება მოახერხა" - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პაველ ჰერჩინსკი - რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი
ირაკლი კობახიძე - ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ტრაგიკული ადამიანი, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე - "ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი -პრემიერი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა, მოახდინონ დიპლომატების ევაკუაცია კიევიდან
რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მაისს
"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy
ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს
"სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი"
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს,
ვიქტორ ორბანის, ანუ „განტევების ვაცის“ წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ -Politico
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"