საქართველოს საგარეო ვალი 26.9 მილიარდი დოლარია -ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26.9 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 72.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ს 70.4 პროცენტია.
ცენტრალური ბანკის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 352.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 440.1 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 14.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად, 72.7 მლნ. აშშ დოლარით და 29.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.7 მლრდ აშშ დოლარი (31.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 30.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.2 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 780.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 473.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.3 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 86.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.6 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ს 33.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.6 მლრდ აშშ დოლარია (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 14.6 პროცენტია.
2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 37.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით. 2025 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 780.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 475.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი", - აღნიშნულია სებ-ის პუბლიკაციაში.
მსგავსი სიახლეები
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ვემზადებით 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღებას -ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის პროექტის დირექტორი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
თიბისი ტექსკოლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი