თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია: უახლესი ინდიკატორები, მესამე განახლება

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, თიბისი კაპიტალი განაგრძობს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის რეალურ დროში შეფასებას, რაც გულისხმობს დაკვირვებას ომის დასრულების ალბათობის ცვლილებაზე, დეპოზიტების კონვერტაციებზე, ფრენების სიხშირეზე, Google-ის სისტემაში ძიებებზე, უნაღდო დანახარჯებზე, საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასებზე, საპროცენტო განაკვეთებსა და რისკის პრემიებზე.

გლობალურ ბაზრებზე განწყობები ცვალებადი რჩება, მხოლოდ ხანმოკლე გაუმჯობესებითა და შემდეგ კვლავ გაუარესებით, რა მხრივაც გამონაკლისი არც ბოლო დღეებია.

 

ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით, მოვლენათა განვითარება თანხვედრაშია ჩვენს 2 მარტის პუბლიკაციაში წარმოდგენილ შეფასებებთან - ერთი მხრივ, დიდწილად ნეიტრალური ეფექტი ლარზე, ხოლო, მეორე მხრივ, ზომიერად, მაგრამ მიმდინარე პერიოდში მაინც უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, თავისთავად, ინფლაციის აჩქარებასთან ერთად.

 

მარტში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თვიურ ჭრილში დიდწილად უცვლელია, თუმცა არარეზიდენტების ხარჯებში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება, რაზეც ფრენების რაოდენობისა - განსაკუთრებით, ბათუმის აეროპორტში - და Google-ის სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძიებათა სიხშირის კლებაც მიუთითებსამავდროულად, ლარი, რომელიც მარტის პირველ დღეებში სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციების  გამო გაუფასურდა, დღეის მდგომარეობით, თითქმის ომამდე ნიშნულზეა გამყარებული, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ვინაიდან დეპოზიტების ლარიზაცია თვის მეორე ნახევარში კვლავ გაიზარდა, კონფლიქტის ესკალაციას კი სავალუტო ბაზარი სიჭარბით შეხვდა.

 

მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა - გაწლიურებულ თვიურ ჭრილში, 8.6% - და, ჩვენი წინასწარი პროგნოზით, რომელიც მოვლენათა განვითარების პარალელურად დაზუსტდება, წლის ბოლოსთვის 5%-ს გადააჭარბებს, ნავთობისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების, აგრეთვე გლობალურ ბაზრებზე საკვების, სასუქებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის ფონზეთუმცა, აღსანიშნავია, რომ გლობალური ფასების ზრდა საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზეც მიუთითებს, მიუხედავად ნავთობის იმპორტის გაძვირებისა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნა და მიგრაციის პოტენციური ეფექტიც.

 

სხვა მაჩვენებლების კუთხით, საქსტატის მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ამავდროულად, მარტში ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომის დასრულების ვადების ირგვლივ კი კვლავ დიდი გაურკვევლობაა - სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება  საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენსმიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციის გარეშე 2025 წელს, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, დადებითი იყო, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ, პირველად, დანარჩენი მსოფლიოსგან მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ჯამურად ქვეყანამ დახარჯა.

 

და ბოლოს, რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ჭრილში? ვინაიდან, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარის მიმდინარე გამყარება საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების ცვლილებას არ ასახავს, რეკომენდაცია, რომელიც გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაშია მოცემული, უცვლელი რჩება.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007462-macro-update-georgia

 (R)





მსგავსი სიახლეები
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ვემზადებით 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღებას -ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის პროექტის დირექტორი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
თიბისი ტექსკოლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი