ილჰამ ალიევი - ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე

მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო მრავალი ქვეყნისა და ერის სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ექსპორტზე გადის 16 ქვეყანაში და ეს ექსპორტი იწყება საქართველოდან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ამასთან, ალიევის თქმით, საქართველო ამ მარშრუტზე პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

„დღეს ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებსა და ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა, ჩვენ განვიხილოთ მესამე ქვეყნებში ერთდროული ინვესტიციები. ამაზე გვქონდა საუბარი - მასშტაბზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და არსებულ მდგომარეობაზე. არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი. შევეხეთ ახალ რეალობასაც, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ორიენტირებული მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეს პრინციპები ირღვევა, ჩვენს რეგიონში ეს უნდა დარჩეს ურყევი. არ უნდა მოხდეს არც დანაკარგები და მსგავსი მოვლენები არ უნდა შეეხოს ჩვენს რეგიონს. ჩვენ წარმოვჩნდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი.

დღეს ხაზი უნდა გავუსვა განსაკუთრებით იმას, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ისაუბრეთ სამშვიდობო პროცესზე, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი, რადგან სამომავლოდ ყველა ნაბიჯი უნდა იქნეს გაძლიერებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს შეხვედრები და ვიზიტები. სომხეთთან დიალოგი საქართველოს შუამავლობით დავიწყეთ და მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის.

მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო მრავალი ქვეყნისა და ერის სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ექსპორტზე გადის 16 ქვეყანაში და ეს ექსპორტი იწყება საქართველოდან, საქართველოს გავლით. საქართველო ამ მარშრუტზე პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვით აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. ვისაუბრეთ არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში​, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს, სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანიც კარგად მუშაობს. ეს ინფრასტრუქტურა დიდი მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით სატრანსპორტო კორიდორები და განვავითარეთ, გავაფართოვეთ, შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერიაა, რომელზეც ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ გაძლიერდება და განვითარდება.

საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მსუყე და ფართომასშტაბიანია. ემატება ახალი თემები, ახალი იდეები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს, მეგობრობას და ეს არის კეთილმეზობლური, ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

1tv.ge

 





მსგავსი სიახლეები
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ვემზადებით 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღებას -ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის პროექტის დირექტორი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
თიბისი ტექსკოლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი