"ლელო-ძლიერი საქართველო" - მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და გახდეს "ტრამპის გზის" კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის

ონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით, საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისათვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი.

„ლელო-ძლიერი საქართველო" მიმართავს ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი და ის გახდეს „ტრამპის გზის" კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც ქვეყანას მოუტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას.

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, „ქართული ოცნების" დეკლარირებულად იზოლაციონისტური და მასზე დაყრდნობილი ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკა, საქართველოს საფრთხის წინაშე აყენებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად ერთადერთი მასშტაბური იდეაა, რომელიც შეერთებული შტატების და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია, ამ პროექტისადმი შტატების ინტერესი არ შენელებულა.

სწორედ ანაკლიის პორტს შეუძლია ითამაშოს გარდამტეხი როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისათვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი.

სწორედ ამიტომ საჭიროა ანაკლიის პროექტის რეალური განხორცილება და არა იმიტირებული პროცესი. ანაკლია არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის საქართველოს ეროვნული, გეოპოლიტიკური არჩევანი და ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა. არსებობს ქვეყნის ინტერესები, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას, ანაკლია სწორედ ასეთი ინტერესია საქართველოსთვის.

„ანაკლიის პროექტის" განსახორციელებლად დღეს სახელმწიფო შემდეგ პოლიტიკურ გარანტიებს უნდა იძლეოდეს და საჯარო, მკაფიო ვალდებულებებს გასცემდეს: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს - ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად; პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს; ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად; პროექტში არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან; ანაკლიის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება, უნდა იყოს საჯარო, რათა, არ დავუშვათ რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციის შემთხვევაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა „ტრამპის გზა". ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს, ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება „ტრამპის გზის" ლოგიკური გაგრძელება. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს „ტრამპის გზის" კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება. სწორედ „ძლიერ საქართველო-ლელოს" აქვს კონკრეტული გეგმა და გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის სწრაფად აშენებას და მასთან ერთად „ანაკლია სითის" განვითარებას, რომელიც შექმნის ათეულ ათას სამუშაო ადგილს საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა მივცეთ ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კიდევ ერთხელ ჩააგდონ ეს დიდი იდეა. „ძლიერი საქართველო - ლელო" იყო, არის და იქნება ანაკლიის, პროექტის მთავარი მხარდამჭერი. ანაკლია სჭირდება ქვეყანას, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს. ანაკლია აუცილებლად აშენდება", - ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს"განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
გიორგი შარაშიძე - ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა
გიორგი ვაშაძე - ვიცით, "ქართული ოცნება" ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა, ჩვენი ამოცანაა ისტორიული მისიის შესრულება
პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პოლიტიკაა, არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემთან დაკავშირებულ განცხადებებზე, მე ამას პერსონალურად არ ვიღებ
მიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
პაველ ჰერჩინსკი - არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ამ გამარჯვებისთვის
კახა კალაძე - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია
ირაკლი კობახიძე - ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა ნიშნავს სამშობლოს მიმართ ღალატს
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის გარედან დაფინანსებული ოთხი მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე
პრემიერი - სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ირაკლი კობახიძე - ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია