რომან კაკულია: უნდა გავარკვიოთ, რომელი მსოფლიოს მოლოდინში მყოფი საქართველო ვართ

 

ხელისუფლება ბევრ რამეს ალბათ ვერ იტყვის და არც უნდა თქვას. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ გავარკვიოთ, ჩვენ რომელი მსოფლიოს მოლოდინში მყოფი საქართველო ვართ - ველოდებით ისევ დომინანტობის აღდგენას თუ ველოდებით მსოფლიოს, სადაც საბოლოო ჯამში ძალთა ბალანსი დამყარდება. ჩვენი პოზიციონირება სწორედ ამაზეა დამოკიდებული, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის" დამფუძნებელმა რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მან მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს შესაძლებლობებზე იმსჯელა. რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა რისკებისა და გამოცდილების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ინტერესებშია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც უძლიერესი სახელმწიფოა, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

„პრემიერ-მინისტრი როდესაც გამოდის, ის ყოველთვის ხაზს უსვამს ხოლმე, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ჩამოყალიბებული იქნება იმ რისკების და გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა - თუ სტრატეგიული პარტნიორობა ორივე მხარის ინტერესებს ბოლომდე არ არკვევს, ის შეიძლება, მოულოდნელობებით იყოს აღსავსე. ჩვენ რაც ვისწავლეთ ამ 30 წლის განმავლობაში, არის ის, რომ ურთიერთობა უნდა დავინახოთ არა მხოლოდ დღევანდელი პერსპექტივით, არამედ მისი გრძელვადიანი პერსპექტივა ყველა საფრთხისა და რისკის შეფასებით.

ხელისუფლება ბევრ რამეს ალბათ ვერ იტყვის და არც უნდა თქვას. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ გავარკვიოთ, ჩვენ რომელი მსოფლიოს მოლოდინში მყოფი საქართველო ვართ - ველოდებით ისევ დომინანტობის აღდგენას თუ ველოდებით მსოფლიოს, სადაც საბოლოო ჯამში ძალთა ბალანსი დამყარდება. ჩვენი პოზიციონირება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრამპმა აირჩია ტაქტიკური სვლები სხვადასხვა სახელმწიფოსთან. ის რა თქმა უნდა, უძლიერესი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს მასთან კარგი ურთიერთობა. ეს უძლიერესი ქვეყანაა უძლიერესი შესაძლებლობებით, მას აქვს ინტერესები ჩვენს რეგიონში. თუ ის [შეერთებული შტატები] თუ ცდილობს, რომ აღიდგინოს დომინანტური პოზიცია და თუ ის გამოწვევები, რაც ადრე გვქონდა, ისევ თავიდან უნდა დაგვიდგეს, იმედია, ამას აღარ გავიმეორებთ და ამის გამოცდილება გვაქვს. ხოლო თუ ის ძალთა ბალანსისკენ მიმავალი ქვეყანაა, მაშინ ეს უფრო მეტ შანსს გვაძლევს", - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
გიორგი შარაშიძე - ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა
გიორგი ვაშაძე - ვიცით, "ქართული ოცნება" ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა, ჩვენი ამოცანაა ისტორიული მისიის შესრულება
პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პოლიტიკაა, არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემთან დაკავშირებულ განცხადებებზე, მე ამას პერსონალურად არ ვიღებ
მიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
პაველ ჰერჩინსკი - არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ამ გამარჯვებისთვის
კახა კალაძე - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია
ირაკლი კობახიძე - ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა ნიშნავს სამშობლოს მიმართ ღალატს
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის გარედან დაფინანსებული ოთხი მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე
პრემიერი - სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ირაკლი კობახიძე - ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია