ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.

„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთ-ნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.

ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, ექვსი საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.

ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება ხუთი შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და, გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას", - აღნიშნა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
პაველ ჰერჩინსკი - რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი
ირაკლი კობახიძე - ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ტრაგიკული ადამიანი, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე - "ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი -პრემიერი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა, მოახდინონ დიპლომატების ევაკუაცია კიევიდან
რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მაისს
"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy
ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს
"სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი"
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს,
ვიქტორ ორბანის, ანუ „განტევების ვაცის“ წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ -Politico
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"