შალვა პაპუაშვილი - ათწლეულებს გადმოსწვდა 9 აპრილის ღამეს პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, განა დღეს ნაკლები საშიშროებებია?! საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან
ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით.
„9 აპრილის ხსენებისას, უპირველესად, ვიხსენებთ 1989 წელს. ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს, რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა. თუმცა ტრაგედიას ძალიან მალე, სულ ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.
უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35-წლიანი მონაგარი.
ათწლეულებს გადმოსწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია", და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან.
ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ „აღსრულდა ნება ქართველი ერისა".
დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, ვინაიდან, არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!" - წერს პაპუაშვილი.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
მსგავსი სიახლეები
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
გიორგი შარაშიძე - ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა
გიორგი ვაშაძე - ვიცით, "ქართული ოცნება" ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა, ჩვენი ამოცანაა ისტორიული მისიის შესრულება
პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პოლიტიკაა, არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემთან დაკავშირებულ განცხადებებზე, მე ამას პერსონალურად არ ვიღებ
მიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
პაველ ჰერჩინსკი - არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ამ გამარჯვებისთვის
კახა კალაძე - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია
ირაკლი კობახიძე - ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა ნიშნავს სამშობლოს მიმართ ღალატს
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის გარედან დაფინანსებული ოთხი მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე
პრემიერი - სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ირაკლი კობახიძე - ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია
