ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას.
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარე პირადად გაეცნო და მონაწილე სტუდენტებს აქტუალური საარჩევნო საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო 2024-2025 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებს, რომელშიც ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგები წარმატებით დანერგა. აღინიშნა, რომ ხსენებულმა სიახლეებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი, ასევე საარჩევნო პროცესის ეფექტიანობა და სისწრაფე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებსა და შედეგებზე.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.
ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან სალომე დუნდუასთან და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელ მაია ტორაძესთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა არსებული პროექტები, მათი შედეგები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარემ რექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ თსუ ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი იყო, რომელიც საარჩევნო სამართლის კურსის ინტეგრირების პროცესში ჩაერთო, წლიდან წლამდე კი მზარდია კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა. შეხვედრას ცესკოს მხრიდან ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს, ხელს უწყობს როგორც საარჩევნო კულტურის განვითარებას, ისე ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 2010 წლიდან შემოუერთდა მემორანდუმს და დღეს სწორედ თსუ-ში გვქონდა საჯარო ლექცია ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. დღეს ასევე შევხდით თსუ-ს რექტორს, რომელთანაც განვიხილეთ მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები".
თავის მხრივ თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარეს ვიზიტისთვის და მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„უპირველესად მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, რომ ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვედრა გამართა ჩვენს სტუდენტებთან. ამ შეხვედრამ აჩვენა რამდენად დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან საარჩევნო სამართლის მიმართ. აუცილებელია საზოგადოებაში საარჩევნო კულტურის დამკვიდრება და ზოგადად, ქვეყანაში, პოლიტიკური კულტურისთვის მნიშვნელოვანია უპირველესად სწორედ არჩევნებისა და საარჩევნო კულტურის გაზრდა," - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
2026 წლის გაზაფხულის სემესტრული პროგრამა 9 პარტნიორ უნივერსიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები.
ცესკოს, სწავლების ცენტრსა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამა 2010 წლიდან უწყვეტად ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში. დღემდე პროექტში მონაწილეობა 9 900-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც ნათლად ასახავს პროექტის მდგრადობასა და მის მნიშვნელოვან როლს საარჩევნო განათლების განვითარებაში.
მსგავსი სიახლეები
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
გიორგი შარაშიძე - ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა
გიორგი ვაშაძე - ვიცით, "ქართული ოცნება" ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა, ჩვენი ამოცანაა ისტორიული მისიის შესრულება
პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პოლიტიკაა, არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემთან დაკავშირებულ განცხადებებზე, მე ამას პერსონალურად არ ვიღებ
მიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
პაველ ჰერჩინსკი - არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ამ გამარჯვებისთვის
კახა კალაძე - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია
ირაკლი კობახიძე - ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა ნიშნავს სამშობლოს მიმართ ღალატს
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის გარედან დაფინანსებული ოთხი მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე
პრემიერი - სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ირაკლი კობახიძე - ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია