პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
საქართველოს პარლამენტმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომას უმასპინძლა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მართლმადიდებლობის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასამბლეის ვიზიტი საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ქრისტიანობის გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის - ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დღემდე, ქართული მართლმადიდებლური ტრადიცია გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჩვენი ენის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უმძიმესი ისტორიული განსაცდელების გავლა უხდებოდა. ის იყო ჩვენი ერთიანობის, გამძლეობისა და ზნეობრივი სიმტკიცის წყარო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის საქმიანობაზე და თანამედროვე სამყაროში ქრისტიანული ღირებულებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარ ზნეობრივ ორიენტირად გვევლინება. ისინი გვახსენებენ ადამიანის ღირსების შეუვალობას, სოლიდარობის აუცილებლობას და რწმენის, თანაგრძნობისა და სამართლიანობის ძალას. ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა, ერთმანეთს ავსებს და არა ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისასალმებელ სიტყვაში სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ისაუბრა ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ჩვენი ქვეყნის ისტორია საუკუნეების მანძილზე ცნობილია რელიგიათაშორისი ტოლერანტობით. საქართველოში დღესაც, ძველ თბილისში, მეგობრულად ცხოვრობენ და ერთმანეთის გვერდით ლოცულობენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაული თემის წარმომადგენლები, ასევე სომხური გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეები. ეს მემკვიდრეობა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამ გამოცდილებით ვამაყობთ და მზად ვართ, რომ იგი გავუზიაროთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა თბილისში კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთგაგებას, მეგობრობას და თანამშრომლობას. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება თქვენი პარტნიორი იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი.
ასამბლეის სხდომაზე ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მონაწილეებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33-ე გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც 2026 წლის 17-21 ივნისს ჰელსინკიში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლებმა.
მსგავსი სიახლეები
10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა +29 გრადუსამდე დათბება - 10 მაისის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძემ და შპს ''ლუკოილ- ჯორჯიას'' წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს
კობა კობალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს
,, ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა''- 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მაისის ამინდის პროგნოზი
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
„ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში უმასპინძლეს
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე" - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს
კახა კალაძე 100 წლის ექიმ რეზო აბესაძეს სტუმრობდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დიპლომატიის აკადემია იქმნება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს
საქართველოში 9-11 მაისს დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეფისქალაქი-რკონის გზის 13.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს