მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელშიც საბერძნეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ეგვიპტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასამბლეის მიერ ბოლო პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამასთან, ხაზი გაესვა ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია გლობალური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჩვენი ქვეყნებისათვის არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ ჩვენი კულტურული იდენტობის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მისივე თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ჩვენი ერები ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ღვაწლის შესახებ და დელეგაციის წევრებს გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისათვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) გენერალური მდივანი, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ახალი დემოკრატიის" გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) პრეზიდენტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის წევრი იოან ვულპესკუ, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი ელიას მირიანთუსი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი მანალ ჰელალი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის წევრი მილე ტალევსკი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მრჩეველი კოსტას მიგდალისი, ხოლო საქართველოს მხრიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები
10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა +29 გრადუსამდე დათბება - 10 მაისის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძემ და შპს ''ლუკოილ- ჯორჯიას'' წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს
კობა კობალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს
,, ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა''- 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მაისის ამინდის პროგნოზი
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
„ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში უმასპინძლეს
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე" - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს
კახა კალაძე 100 წლის ექიმ რეზო აბესაძეს სტუმრობდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დიპლომატიის აკადემია იქმნება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს
საქართველოში 9-11 მაისს დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეფისქალაქი-რკონის გზის 13.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს