ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის გარედან დაფინანსებული ოთხი მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე
იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სწორედ, მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე.
„ამ დროის განმავლობაში, რთული პროცესები გამოვიარეთ, რაც მთავარია სამართალი აღსრულდა, ეს არის მთავარი. მე მინდა, ხაზგასმით მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ მათ აღკვეთეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში. რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, სამშობლოს მიმართ, სამშობლოსადმი ერთგულება, ეს შედეგი არ დადგებოდა. იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, მადლობა სუს-ს, სდსს-ს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ სამართალდამცველს, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე, რაც მათ დაადასტურეს გასული 4 წლის განმავლობაში,"- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
„ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და გრძელდება. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ბრალის გამოკვეთა, სხვა შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, იქაც სახელმწიფო იმოქმედებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. იცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, მთავარია, რომ მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას,"- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას