ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ. ინფორმაცია თავად ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს.
გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციები გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის.
„ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები მისალოცი, ღია წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პრეზიდენტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს. ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსსა და ევროკომისარს თაობათაშორისი სამართლიანობის, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საკითხებში, გლენ მიკალეფს. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამ ნაბიჯით ისინი გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის. ამასთან, ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავენ ინიციატივით, დაიწყოს პირდაპირი და მუდმივი ახალგაზრდული დიალოგი. მათი შეთავაზებით, უნდა შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და ქართველი ახალგაზრდების უფრო აქტიურ მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირების პროცესში. ორგანიზაციების განცხადებით, დღეს, როდესაც ევროპა მრავალი უსაფრთხოების, მშვიდობისა და დემოკრატიული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას, თაობათაშორის თანამშრომლობასა და ერთიანობას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპული არჩევანი უცვლელია და ევროინტეგრაცია ღირებულებითი ხედვაა, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას ეფუძნება.
„ქართველი ახალგაზრდების სახელით, გულითადად გილოცავთ ევროპის დღეს. თარიღს, რომელიც გვახსენებს ევროპული ერთიანობის ძალას, მშვიდობის მნიშვნელობასა და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებსა და თაობებს. ევროპის დღე ჩვენთვის იმ იდეის სიმბოლოა, რომ განსხვავებული ხალხებისა და სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, როდესაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანი გვევლინება. ამ იდეაზე დაფუძნებით ევროკავშირი იქცა მშვიდობის ყველაზე წარმატებულ პროექტად. სწორედ ეს იდეა აძლევს იმედსა და ძალას ჩვენს თაობას და გვარწმუნებს სოლიდარობის მნიშვნელობაში. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ქართველი ახალგაზრდების არჩევანი უცვლელია. ჩვენთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ასპირაცია, ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ხედვა, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას.
გამოვხატხავთ მადლიერებას იმ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში უწევს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს. ამ მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდებისათვის არაერთი შესაძლებლობის შექმნაში და ჩვენი თაობა ევროპულ სივრცესთან დაახლოა. შედეგად, ჩვენი თაობის არაერთი წარმომადგენელი საკუთარ მომავალს ხედავს ევროპულ ოჯახში და სურს, უფრო აქტიურად იყოს ჩართული საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში. დღეს, როდესაც ევროპა კვლავ დგას მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის არაერთი გამოწვევის წინაშე, გვჯერა, რომ სწორედ ერთიანობა და თაობებს შორის თანამშრომლობა არის საერთო ევროპული მომავლის გაძლიერების საფუძველი.
ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ მხარდაჭერას, ჩვენი სურვილი თანამონაწილეობაა. ქართველი ახალგაზრდები მზად ვართ, ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, როგორც დემოკრატიული საქართველოს, ისე ძლიერი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის მომავლის შენების საქმეში.ამ მიზნით, გთავაზობთ ინიციატივას, შეიქმნას ქართველი ახალგაზრდებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მუდმივი ახალგაზრდული დიალოგის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და გააძლიერებს ახალგაზრდების მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში. ევროპის დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. გვჯერა, რომ ახალგაზრდების ხმა, ჩართულობა და პასუხისმგებლობა იქნება ის ძალა, რომელიც ჩვენს ისტორიულ, ცივილიზაციურ არჩევანს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს", - ნათქვამია ღია წერილში.
მისალოცი წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები: ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; ახალგაზრდები დემოკრატიისათვის; საქართველოს თანასწორობის ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; ქართულ-ევროპული მოძრაობა; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო; პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის"; ახალგაზრდული ორგანიზაცია „ვექტორი"; საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია; JEF Georgia; მწვანე იმპულსი; AEGEE-Tbilisi; სამეცნიერო მისია; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი; ორგანიზაცია „მომავლის ხმა"; ორგანიზაცია Climate Hub; ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი - LAG Upper Svaneti.
მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას