ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობა შიოს
მიტროპოლიტმა ტიხონმა, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCA) წინამძღოლმა, ორშაბათს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობა შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მისი არჩევის შემდეგ.
„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და საუკუნოვანი განსაცდელებისა და გაძლების ჟამს ურყევი მოწამეობით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში", - წერს მიტროპოლიტი ტიხონი. „თქვენი ეკლესიის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვლოცულობ, რათა უფალმა მოგმადლოთ თქვენო უწმინდესობავ სიბრძნე, ძალა, მშვიდობა და უხვი მადლი ამ წმინდა მსახურების შედგომისას".
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ასევე ისაუბრა განსვენებული პატრიარქის, ილია II-ის მემკვიდრეობაზე და მის წინამძღოლობას უწოდა შთაგონების წყარო მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის როგორც საქართველოში, ისე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.
„თქვენი არჩევა მოსდევს მისი უწმინდესობის, სამგზის ნეტარხსენებული პატრიარქის ილია II-ის დალოცვილ და გამორჩეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ, სამწყსოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელ მორწმუნეთა თაობები აღაფრთოვანა საქართველოშიცა და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშიც. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პატივსაცემი წინამორბედის ლოცვებითა და მაგალითით, ისევე როგორც საქართველოს წმინდანთა მეოხებით განმტკიცებული თქვენო უწმინდესობავ, კვლავაც წარუძღვებით საქართველოს ეკლესიას მტკიცე რწმენითა და მამობრივი მზრუნველობით".
მსგავსი სიახლეები
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები „მადლობის მარშს“ მართავენ
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა