ეკლესია კვლავ ერთიანია, კვლავ გაუძღვება საზოგადოებას, ქვეყანას, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია - ლაშა ჟვანია
ეკლესიამ დღეს პრაქტიკულად აჩვენა რეალობაში, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება მომავალში - ეს არის განსხვავებული პოზიციის გამარჯვების მიმღებლობა," - ამის შესახებ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა „დებატებში" საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ამ არჩევნების შედეგად გამოკვეთილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„ერთს მინდა ყურადღება მივაქციო - დღევანდელი დღე რამდენად მნიშვნელოვანი იყო - საქართველოს ეკლესიამ და წმინდა სინოდმა მაგალითი აჩვენა მთელ საზოგადოებას, როგორ შეიძლება მოხდეს სხვადასხვა აზრის, კანდიდატის, მხარდაჭერისა და ჯგუფების მხრიდან არჩევნების შედეგების მიმღებლობა, მაშინვე აღიარება და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის გვერდში დგომა.
ეკლესიამ დღეს პრაქტიკულად აჩვენა რეალობაში, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება მომავალში - ეს არის განსხვავებული პოზიციის გამარჯვების მიმღებლობა, რაც დღეს ვნახეთ. უმრავლესობამ მიიღო ეს პოზიცია და უმცირესობამაც, რომელიც იყო, ასევე მიიღო ეს პოზიცია. ეკლესია კვლავ ერთიანია საზოგადოების წინაშე, კვლავ ერთიანად გაუძღვება მომავალში თავის მრევლს, საზოგადოებას, მთლიანად ჩვენს ქვეყანას - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მსგავსი სიახლეები
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები „მადლობის მარშს“ მართავენ
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა