საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა, არსებული კავშირების გაფართოების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

 





მსგავსი სიახლეები
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები „მადლობის მარშს“ მართავენ
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა