რევაზ სოხაძე: მთავრობის მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ცვლილებათა პაკეტი სექტორში პასუხისმგებლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად

 

ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და კვლავ განვაგრძობთ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიზნესის წარმომადგებლებთან აქტიურ კომუნიკაციას და არსებულ გამოწვევებზე ჯანსაღ რეაგირებას განაგრძობს. რევაზ სოხაძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო ახალ საბაზრო ფასებს გამოაქვეყნებს, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვები გაგრძელდება.

„ჩვენ ყველანი მზად ვართ ჯანსაღი გადაწყვეტილებისთვის. იმისთვის, რაც მომგებიანს და ლიკვიდურს გახდის ამ დარგს. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არსებული პრობლემების გადასაჭრელად და იმ ე.წ მანკიერი წრის დასაძლევად, რაც, საბოლოოდ სახელმწიფოს ინტერესს აზიანებდა", - აღნიშნა მინისტრმა.

კონტრაქტორებთან დაკავშირებით რევაზ სოხაძემ განმარტა, რომ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მათთან თანამშრომლობა და კონტრაქტი მყისიერად შეწყდება, თუმცა, კეთილსინდისიერ კონტრაქტორებს მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, მათ შორის მიმდინარეობს მუშაობა ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების მიმართულებით.

მინისტრმა უწყების მიერ განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მათ შორის ასობით სკოლის მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება.

„ეს არ არის დასასრული, ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და განვაგრძობთ გამოკვეთილ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.

 

 





მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას